1. იცოდით, რომ ზაკ ეფრონი High School Musical-ში არ მღერის? რეალურად ფილმში დრიუ სილის ფონოგრამაა გამოყენებული

2. რეიჩელ მაკადამსის ქერა თმა კი ფილმიდან Mean Girls რეალურად პარიკია

3. ლამაზმანის პოსტერზე მხოლოდ ჯულია რობერტსის თავია გამოყენებული, ტანი კი დუბლიორს ეკუთვნის

4. იცოდით, რომ პრინცესას დღიურებში გამოყენებული სამეფო ჯენოვია რეალურად არ არსებობს?

5. The Greatest Showman-ში რებეკა ფერგიუსონი არ მღერის და მას სხვა მომღერალი ახმოვანებს

6. ტიტანიკი მართალია რეალურ ამბავზეა დაფუძნებული, თუმცა ჯეკისა და როუზის პერსონაჟები გამოგონილია

7. შეიძლება ბევრს ეგონა, რომ ჩაძირვის სცენა დიდ ოკეანეში თუ არა ტბაში მაინც გადაიღეს, თუმცა რეალობა სულ სხვაგვარია – ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდები ერთ დიდ აუზშია გადაღებული

8. მაიკლ ჯი ფოქსი Back to the Future Part II-ში რამდენიმე პერსონაჟს თამაშობს, მათ შორის მარლინის შვილის როლს

9. იურული პერიოდის პარკში გამოყენებული დინოზავრების ხმა რეალურად კუების სექსის ხმა არის

10. გეგონათ ფორესტ გამპი რეალურ ამბავზე იყო დაფუძნებული? სულაც არა, მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ბევრი რეალური მოვლენაა გამოყენებული, გამპის მთელი თავგადასავალი გამოგონილია