ერთ-ერთი ძალიან მძიმე საკითხი, რომელიც ქართველი ერის წინაშე დგას, არის შობადობა – უწმინდესი

ერთ-ერთი ძალიან მძიმე საკითხი, რომელიც ქართველი ერის წინაშე დგას, არის შობადობა – უწმინდესი

უწმინდესის თქმით, ერთ-ერთი ძალიან მძიმე საკითხი, რომელიც ქართველი ერის წინაშე დგას, არის შობადობა.

როგორც ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, მტკიცე ოჯახი ეს არის სიხარული, სიყვარული, სიმტკიცე.

მან მოუწოდა ბავშვებს, ილოცონ იმისთვის, რომ მტკიცე ოჯახი ჰქონდეთ.

„მე მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ძალიან მძიმე საკითხი, რომელიც დგას ქართველი ერის წინაშე არის შობადობა. სტატისტიკა ამბობს, რომ ყოველი მეორე ოჯახი შორდება ერთმანეთს. თქვენ ბავშვებო, ილოცეთ, რომ გქონდეთ მტკიცე ოჯახი. მტკიცე ოჯახი ბედნიერებაა ადამიანისთვის. მტკიცე ოჯახი ეს არის სიხარული, სიყვარული, სიმტკიცე. სახლში რომ მიხვალთ, ასხურეთ სახლს ნაკურთხი წყალი, ეზოსაც და ეს ლოცვა წაიკითხეთ „მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო“. თუ არ იცით ზეპირად, გადაწერეთ და ჯიბეში იქონიეთ“, – ბრძანა პატრიარქმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

To top ↑