როგორ გადავიდა მთელი ქალაქი მზის ენერგიაზე და უარი თქვა ბენზინზე

როგორ გადავიდა მთელი ქალაქი მზის ენერგიაზე და უარი თქვა ბენზინზე

იაპონიაში ააშენეს ყველაზე ეკოლოგიური ქალაქი მსოფლიოში. იქ ყველა სახლი იყენებს მზის ენერგიას, წყლის ხარჯი შემცირებულია 30%-ით, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტად იყენებენ ელექტრომობილებს და ველოსიპედებს.
ცოტა ხნის წინ შედგა «ჭკვიანი ქალაქის» – ფუჯისავას გახსნის ცერემონიალი. Fujisawa SST Square წარმოადგენს არქიტექტურულ კომპლექსს, რომელიც განთავსებულია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. აქედან იმართება   საქალაქო ინფრასტრუქტურის ყველა ობიექტი. ფუჯისავაში უკვე დასახლდნენ პირველი მაცხოვრებლები. ქალაქი გათვლილია 3000 მოქალაქეზე და 1000 საცხოვრებელზე. ყველა დაგეგმილი სამუშაო ქალაქში 2018 წლისთვის დასრულდება.
ელექტროენერგიის 30 %-ს ფუჯისავა მიიღებს ალტერნატიული წყაროებიდან – პირველ რიგში, მზის პანელებით. ეს 70%-ით შეამცირებს ნახშირწყლების კვალს. ასევე 30 %-ით არის შემცირებული წყლის მოხმარება. მიწისძვრისა და ძაბვის გათიშვის შემთხვევაში ქალაქს თავისუფლად შეეძლება ელექტროენერგიით მომარაგება, ასევე ცხელი წყლის მიწოდება სამი დღე-ღამის განმავლობაში. ყველა მოწყობილობა, რომელიც ქალაქში არის დამონტაჟებული, გათვალისწინებულია ენერგიის ეკონომიური ხარჯვის მოთხოვნებზე.
ფუჯისავაში არ არის ბენზინგასამართი სადგურები, სამაგიეროდ, ვითარდება ელექტრომობილების სადგურები. იმ მაცხოვრებლებისთვის, ვისაც პირადი ტრანსპორტი არ ჰყავს, ქირავდება ელექტრომობილები, ელექტროსკუტერები, ველოსიპედები და სხვა ეკოლოგიური ტრანსპორტი. მაცხოვრებლების უსაფრთხოება კონტროლდება ვიდეომეთვალყურეობით, სენსორული კამერებით საჯარო სივრცეებში, რომლებიც ქუჩას ანათებენ მხოლოდ იმ დროს, როცა იქ ადამიანები მოძრაობენ – ეს ასევე ელექტროენერგიის ეფექტური გამოყენების საშუალებას იძლევა.
პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 500 მლნ აშშ დოლარს, მაგრამ, დიდი ბიუჯეტის მიუხედავად, ეს ინოვაციური, ეკოლოგიური ქალაქი ჯერ მხოლოდ დასაწყისია, რადგან კომპანიას გამიზნული აქვს ფუჯისავას მოდელის მასობრივი გავრცელება, რომელიც გულისხმობს ქალაქის ავტონომიურ და მყარ განვითარებას 100 წლის მანძილზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

To top ↑