“სად იწყება სიკეთე” – საახალწლო ფილმი, რომელიც მუსიკალურად პატრიარქმა გააფორმა

Saturday 23rd, December 2017 / 10:59 Written by
“სად იწყება სიკეთე” – საახალწლო ფილმი, რომელიც მუსიკალურად პატრიარქმა გააფორმა

ფილმი სტუდია “პლანეტა კრეატივის”, ტელეკომპანია “ქართული არხისა” და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროექტია. სცენარი ეკუთვნის ნიკოლოზ წულუკიძეს, ხოლო მუსიკალური გაფორმება მთლიანად თავად უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისაა.

ესაა საახალწლო ფილმი, რომლის მაყურებლები არიან ბავშვები. ფილმის სიუჟეტი ასეთია: ზურა ყიფშიძე ფილმში არის სანდრო პაპა, რომელიც სოფელში ცხოვრობს და ზრუნავს მთელი სოფლის ბავშვების განათლებასა და აღზრდაზე. წინასაახალწლო საღამოს მასთან მშობლებს მიჰყავთ ბავშვები, ზურა პატარებს ბუხრის წინ უყვება ამბებს წმინდა ნიკოლოზსა და ბასილი დიდზე. ეს ამბები არის ანიმაცია, რომელიც ჩართულია თავად იქ განვითარებულ სახალისო და საინტერესო ამბებს შორის. ზურა ყიფშიძის გარდა, ფილმში თამაშობენ მაია გელოვანი, როლანდ ოქროპირიძე და მომღერალი ირაკლი ფირცხალავა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

To top ↑