თბილისში, დიდ დიღომში კოპრუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა დიმიტრი ტატიშვილმა საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, რათა ბავშვებმა ცხელ დღეებში გაგრილება შეძლონ.
როგორც დიმიტრი ტატიშვილი ამბობს, მისი სურვილი იმ მომენტის ნახვა იყო, უბნის ბავშვები პირველად რომ შეამჩნევდნენ აუზს ეზოში.
“4 შვილი მყავს. ბავშვები ძალიან მიყვარს. მინდოდა იმ მომენტის ნახვა, როცა უბნის ბავშვები პირველად შეამჩნევდნენ აუზს ეზოში. სპეციალურად შუა ღამეს ავაწყვეთ, რომ არ ენახათ. დილით კი დაველოდე მათ რეაქციას და ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. ბედნიერების და სიხარულის ნაპერწკლები ცვიოდათ თვალებიდან. მიზანიც ეს იყო”, – აცხადებს დიმიტრი ტატიშვილი.
წყარო: primetime.ge
კომენტარები