1. ვცდილობ ძალიან ცოტა ვილაპარაკო. იმიტომ რომ, საბოლოოდ საკუთარი თავიც ძალიან მალე მწყინდება.

2. საკმაოდ ხშირად, ადამიანებს ის არ ვგონივარ, ვინც ვარ. ბევრი მთვლის მსუბუქი ყოფაქცევის ქალად, ალბათ იმიტომ, რომ მაღალი და განათლებული ვარ. ასეთები ხომ ცოტა ვინმეს უყვართ.

3. სამწუხაროდ, შვილებს გააჩნიათ თვისება დაიდანაშაულონ საკუთარი თავი მშობლების შეცდომებისთვის.

4. გამონათქვამი „რაც ნაკლებია, მით უკეთესი“, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ესადაგება კოცნას ფილმებში.

5. მე ზედმეტად მაღალი ვარ რომ ვითვლებოდე გოგონად, არასაკმარისი სამოსი მაქვს, რომ ვიყო ლედი, და არასოდეს არ ვუწოდებდი საკუთარ თავს – ქალს. მე რაღაც საშუალო ვარ დეიდასა და ბოჩოლას შორის.

6. ვარსკვლავების უმეტესობისგან განსხვავებით, არასოდეს ვიცვამ ისეთ კაბებს, რომლებშიც, სურვილის შემთხვევაში, შეიძლება წაიკითხო გაზეთი. მე მაცვია, როგორც უბრალო ადამიანს. ბევრი ამბობს: „ეს რობერტსი ჩემ მეზობელზე უარესად იცვამს“, და ასეთ მომენტებში სურვილი მიჩნდება ვუთხრა: „საინტერესოა ვინ აირჩიე მეზობლად?“ – მაგრამ თავს ვიკავებ.

7. საერთოდ ცოტათი გიჟი ვარ. მაგალითად, გადასაღებ მოედანზე, შესვენებების დროს, ვზივარ და ვქსოვ.

8. ძალიან მიყვარს, როცა ტყუილის ვამბობ პრესკონფერენციებზე.

9. მე არასოდეს გადავიღებ შიშველ ფოტოებს. გნახოს მაყურებელმა სამოსში – ეს მხატვრული წარმოდგენაა, ეჩვენო შიშველი – ეს დოკუმენტური კინოა. თანაც არ მინდა, რომ ჩემმა ალგებრის მასწავლებელმა იცოდეს, როგორ გამოიყურება ჩემი უკანალი.

10. მე მიყვარს ქუდები. განსაკუთრებით მათზე, ვისაც ჭუჭყიანი თმა აქვს.

11. მე მგონი საყვარლად გამოვიყურები.

12. მე თვითონაც არ მჯერა, რომ სამი შვილი მყავს. მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ სანამ მეყოლებოდა ისინი, ოცი წელი მქონდა კინოკარიერა. მერე ვინ ამბოს, რომ შვილების დაბადებით ის დამთავრდა?

13. სანამ გადაიღებდნენ „ლამაზმანს“, მე ბევრს ვურთიერთობდი მეძავებთან და შემიძლია გითხრათ, რომ მათი მომავლის ოცნებები და იმედები უფრო სუფთა და მშვენიერია, ვიდრე იმ უმეტესობის, ვისაც სამსახურეობრივად ვიცნობ.

14. არასოდეს არ გადავიღებდი შამპუნების რეკლამებში. მაგრამ მომწონს შამპუნები, რომლებსაც სასტუმროებში გაძლევენ. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მკითხა: „ჯულია, რა შესანიშნავი თმა გაქვს, რომელ შამპუნს იყენებ? – „იმით, რომელსაც სასტუმროების ნომრებიდან ვიღებ“, – ვუთხარი მე. ამ დროს დღიური ამოიღო და მკითხა: „უი, რა ჰქვია მაგ სასტუმროს?“

15. როდესაც მაქვს არჩევანი ნორმასა და შეშლილობის შორის, მე ვირჩევ შეშლილობას.

16. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს არ უნდათ, რომ მნახონ ბიკინებში.