რა უნდა ქნათ მაშინ, როდესაც ბავშვი “რთულ” კითხვას გისვამთ? თუ თქვენი შვილია, აუცილებლად უნდა უპასუხოთ, ხოლო თუ თქვენი შვილი არაა, შეგიძლიათ ეს თავსატეხი მის მშობლებს გადააბაროთ.

1. საიდან ჩნდებიან ბავშვები?

ფოტო: giphy

ნუ მოუყვებით ამბავს კომბოსტოზე ან წეროებზე. ეცადეთ, რომ ასაკის შესაბამისი პასუხი გასცეთ. პატარა ბავშვებისთვის იმის გაგებაც საკმარისია, რომ ბავშვები მუცლიდან ჩნდებიან. გახსოვდეთ, მხოლოდ იმ კითხვებზე უნდა უპასუხოთ, რომელსაც ბავშვი გისვამთ. ნუ გასცემთ ზედმეტ ინფორმაციას.

2. მოწევა თუ კლავს, რატომ ეწევი?

ბავშვები ყველაფერს პირდაპირ იგებენ, ასე რომ, ისინი მართლა ღელავენ, რომ მოწევა მოგკლავთ. აუხსენით, რომ ეს მავნე ჩვევაა, როგორც, მაგალითად, ტკბილეულის ჭამა. თუ თავის დანებებას აპირებთ, ესეც შეგიძლიათ უთხრათ, მაგრამ ტყუილად არაფერს დაპირდეთ.

3. სად ცხოვრობს ახლა ჩვენი ძაღლი, ფისო, ზაზუნა, რომელიც გარდაიცვალა?

ფოტო: giphy

ნუ მოატყუებთ ბავშვს, მაგრამ მის მიმართ სასტიკიც ნუ იქნებით.

4. დედას რატომ აქვს დიდი მუცელი?

ფოტო: Stay at Home Mum

იხილეთ პირველი პუნქტი.

5. მამას რატომ აქვს დიდი მუცელი?

ფოტო: Giphy

იმიტომ, რომ ლუდი უყვარს, ალბათ.

6. თოვლის ბაბუა მართლა არ არსებობს?

ფოტო: giphy

სანამ ამ კითხვას უპასუხებდეთ, უნდა გაითვალისწინოთ, რისი მოსმენა სურს თქვენგან ბავშვს. თუ ის გულდაწყვეტილია იმით, რომ თოვლის ბაბუა შეიძლება გამოგონილი იყოს, შეგიძლიათ კიდევ ცოტა ხნით გაუხანგრძლივოთ კეთილი ზღაპარი, მაგრამ თუ სიმართლის მოსასმენად მზადაა, მაშინ თავს ნუღარ მოისულელებთ.

7. ნატუკა მიყვარს და ვაკოცო?

ფოტო: giphy

აუხსენით, რომ აუცილებლად ჰკითხოს ამის შესახებ აზრი ნატუკას.

8. მე უფრო გიყვარვარ თუ ჩემი ძმა/და?

ფოტო: Reply only with gifs

ამ კითხვის მოსმენა ცხოვრების განმავლობაში უამრავჯერ მოგიწევთ და პასუხი, რა თქმა უნდა, თავადაც იცით. უნდა უთხრათ, რომ ის უფრო გიყვართ. ვხუმრობთ, ვხუმრობთ. აუხსენით, რომ შვილები თანაბრად გიყვართ და ჩაეძიეთ, რატომ გაუჩნდა ასეთი კითხვა.

9. რატომ არ შეიძლება ბოლო აიფონი მქონდეს, თუ ჩემს კლასელს აქვს?

ფოტო: Huffington Post Canada

იმიტომ, რომ შენი კლასელის მშობელი მე არ ვარ! თორემ მასაც არ ექნებოდა.