ახალი ზელანდია გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლებას მისცემენ. ამის შესახებ Independent-ი წერს.
დამსაქმებელი ვალდებული გახდა, ძალადობის მსხვერპლებს 10-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება მისცეს, რათა მან მოძალადისგან თავის დაღწევა და პრობლემის მოგვარება შეძლოს.
კანონპროექტის ინიციატორი, დეპუტატი იან ლოუგი ამბობს, რომ „ეს არის მსხვერპლთა, დამსაქმებელთა და საზოგადოების გამარჯვებაა“.
ახალი ზელანდიის საკანონმდებლო ორგანომ კანონი 63 ხმით 57-ის წინააღმდეგ მიიღო. მას მხარი არ დაუჭირა ნაციონალურმა პარტიამ. მათი აზრით, ეს მცირე და საშუალო ბიზნესს დააზარალებს.
კანონი 2019 წლის 1 აპრილს ამოქმედდება.
კომენტარები