ნიუ-იორკის ლატარიის ისტორიაში გასულ კვირას რიგით მეორე უდიდესი ჯეკპოტი გათამაშდა. 298,3 მილიონი დოლარი ადგილობრივმა სატვირთოს მძღოლმა მოიგო.

“მუშაობას აღარ ვაპირებ, სამსახურიდან დღესვე მივდივარ!” – უთხრა 56 წლის დევიდ ჯონსონმა ჟურნალისტებს.

დევიდის მომგებიანი რიცხვები იყო 5, 25, 38, 52, 67 და 24.

“ვერ ვჭამ, ვიწყებ და საჭმელს ვერ ვამთავრებ. ბედნიერი და სიხარულით სავსე ვარ”, – ამბობს ჯონსონი.

მისი სიტყვებით, ის ამერიკაში იამაიკადან 16 წლის ასაკში ჩავიდა და იმის შემდეგ მუშაობს. როგორც ცნობილია, მან მოგების შესახებ მას შემდეგ გაიგო, როცა უთხრეს, რომ მომგებიანი ბილეთი იმ ჯიხურში გაიყიდა, სადაც სწორედ მან შეიძინა ბილეთი.

ჯონსონმა უკვე დაიქირავა ადვოკატი, რომელიც მას თანხის ინვესტირებაში დაეხმარება. ის პირველ რიგში ახალი სახლისა და წითელი პორშეს ყიდვას აპირებს. მან მოგებულის ნაღდი ფულით გამოტანა გადაწყვიტა და ასევე ჩამოეჭრა საშემოსავლო გადასახადი, რის გამოც, ხელზე $114 მილიონს აიღებს.