თუ ოდესმე გინატრიათ ზღაპარში ცხოვრება, მაშინ სოფელ გითჰორნში უნდა გადახვიდეთ, რომელსაც ნიდერლანდების ვენეციას უწოდებენ.

ეს მომაჯადოებლად ლამაზი სოფელი 1230 წელს დააარსეს. მისი ერთადერთი “პრობლემა” ისაა, რომ იქ თანამედროვე ტრანსპორთით ვერ გადააადგილდებით. გითჰორნში მცხოვრებნი ფეხით ან უხმო ნავებით მოძრაობენ, ტურისტები კი, მანქანებს სოფლის შესასვლელთან ტოვებენ.

ზღაპრულად ჟღერს? ფოტოები მის არაამქვეყნიურობაში კიდევ უფრო მეტად დაგარწმუნებთ.