გუგული მაღრაძე: საჭიროა რეგულაციები ჭარბწონიანობის წინააღმდეგ

Friday 11th, May 2018 / 19:19
გუგული მაღრაძე: საჭიროა რეგულაციები ჭარბწონიანობის წინააღმდეგ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის თქმით, საჭიროა რეგულაციები ჭარბწონიანობის წინააღმდეგ, რადგან ის [ჭარბწონიანობა] გამოუსწრობელ ზიანს იწვევს. მისივე თქმით, ის სიამოვნებით ჩაერთვებოდა საკანონმდებლო რეგულაციებში, რომელიც მოსახლეობაში ჭარბწონიანობის დონეს შეამცირებდა. ამის შესახებ მან გადაცემა ქალების ნარატივში ისაუბრა.

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ და მე სიამოვნებით ჩავერთვები ამ რეგულაციებში. “ობესიტის” იგივე ჭარბწონიანობის წინააღმდეგ რა უნდა გაკეთდეს. ეს საკითხი მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ძალიან აქტუალურია. სკოლის მოსწავლეებში ჭარბი წონა უკვე არსებობს, უნდა ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ. როგორი უნდა იყოს კვება სკოლებში, საერთოდ, ტკბილ ნაწარმზე როგორი უნდა იყოს ფასი და ა.შ.

მე არ მინდა დავაშინო მოსახლეობა, მაგრამ რაღაც რეგულაციები არის საჭირო, იმიტომ, რომ ეს იწვევს შემდეგ გამოუსწორებელ ზიანს ადამიანის ჯანმრთელობისთვის”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

Facebook Comments

რეკლამა