გუგული მაღრაძე: თამბაქოს სადა შეფუთვით წარმოება ევრო დირექტივაა

Friday 11th, May 2018 / 19:20
გუგული მაღრაძე: თამბაქოს სადა შეფუთვით წარმოება ევრო დირექტივაა

“ეს სადა შეფუთვა სწორედ იმიტომ გამოგონილი, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა მოწიოს. ასეთ შეფუთვაზე მსოფლიოს პროგრესული ქვეყნებიდან 8 ქვეყანაა გადასული,“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ ჟურნალისტებთან. მისი განცხადებით. ყველა ქვეყანა, რომელიც ევროპული ინტეგრაციისკენ ისწარაფვის 2020 წლიდან ვალდებული იქნება თამბაქო სადა შეფუთვებით გამოუშვას. მაღრაძის განცხადებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ემხრობა.

“დაახლოებით 2020 წლისთვის, ევროდირექტივა, მოითხოვს რომ ყველა ევროპული ორიენტაციის ქვეყანა გადავიდეს სადა შეფუთვაზე.

ჩვენ ერთგვარად გავუადვილეთ კიდეც თამბაქოს ინდუსტრიას საქმე. იმიტომ რომ თავისთავად დაიწყებენ სადა შეფუთვაზე გადასვლას და ორჯერ არ დასჭირდებათ დიზაინის შეცვლა ამით საქმე.

ეტიკეტი კი იქნება ერთი და იგივე მაგრამ სახელები ეწერება სხვადასხვა. გარდა ამისა საქმე იმაშია, რომ მწეველმა ძალიან კარგად იცის რას ეწევა თვითონ. როდესაც ამბობენ ხოლმე რომ სადა შეფუთვა არაფერს შეცვლის ასე არ არის. თამბაქოს ინდუსტრია ეწინააღმდეგება ამას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაიაც კი ემხრობა . თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნა ე.ი სადა შეფუთვას აქვს გარკვეული გავლენა მწეველთა რაოდენობის შემცირებაზე. ძირითადი ნორმები 2018 წლის 1 მაისიდან შევა ძალაში,“-განაცხადა გუგული მაღრაძემ.

Facebook Comments

რეკლამა