საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშის დასკვნით, ჩრდილოეთ კორეაში “არანებაყოფლობითი სქესობრივი კონტაქტები და სექსუალური ძალადობა იმდენად ხშირია, რომ ეს ნორმად მიიჩნევა”.
„ეს ისეთი პრაქტიკაა, რომელსაც არავის ებრძვის. თუ კიმ ჩენ ინის დიქტატურა მათ დუმილს არ დაურღვევს, ჩრდილოეთ კორეელ ქალთა ხმები გლობალური მოძრაობა Me Too-ს კამპანიაში გაჟღერდება”, – განაცხადა Human Rights Watch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კენეტ როტმა.
ექსპერტებმა 54 ადამიანი გამოკითხეს, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ამათგან 21-ს სხეულით ვაჭრობას აიძულებდნენ.. ქალები ამბობდენ, რომ ისინი პოლიციელებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მუშაობდნენ.
კომენტარები