• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Friday 22nd February 2019
Adams.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • საინტერესო
  • კულინარია
  • სპორტი
  • სხვა
    • Faceამბები
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • პერსონა
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • კვლევები

კურნავს თუ არა მასაჟი ბრტყელტერფიანობას

კურნავს თუ არა მასაჟი ბრტყელტერფიანობას
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • Google+
  • LinkedIn0

სპეციალისტის თქმით, წარმოდგენა, რომ მასაჟი ბრტყელტერფიანობას კურნავს, არის მითი. რადგან ორთოპედული თვალსაზრისით მასაჯი არ განიხილება როგორც მკურნალობის მეთოდი.

ტელეკომპნია „იმედის“ გადაცემა „ექიმების“ ეთერში სპეციალისტმა განმარტა, რომ როცა ბრტყელტერფიანობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა გავმიჯნოთ რა ასაკის პოპულაციას ვგულისხმობთ. მცირეწლოვან, სამ წლამდე ასაკის ბავშვებში ბრტყელტერფიანობაზე საუბარი ნაადრევია. რადგან, ბავშვების 97% იბადება ბრტყელი ტერფით. იმის გამო, რომ ცხიმოვანი ქსოვილი უფრო მკვეთრადაა გამოხატული (არის პუტკუნა), ამიტომ ჩანს, როგორც ბრტყელი ტერფი. 2-3 წლის ასაკში ეს პრობლემა ბავშვების 50%-ში თავისთავად გვარდება.

„ტერფი რომელიც არის ბრტყელი და არ წარმოადგენს არანაირ დისკომფორტს, მასაჟს არ საჭიროებს. რეაბილიტაციური თერაპია ენიშნება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ჩივილები, როგორიცაა ტერფის დაღლა, ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, წვივის კუნთების ტკივილი. რეაბილიტაცია მიმართული გარკვეული ჯგუფის კუნთების გასაძლიერებლად და მოსადუნებლად გაწელვის მეთოდით“, – განმარტა ორთოპედმა.

რაც შეეხება ფეხსაცმელს, ორთოპედის განმარტებით, აუცილებელი არ არის ბავშვს ორთოპედული ფეხსაცმლი ეცვას. მთავარია, არ იყოს ძალიან რბილი და ბავშვი კომფორტულად გადადგილდეს.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adams.Ge.ყველა უფლება დაცულია.