• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Saturday 23rd February 2019
Adams.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • საინტერესო
  • კულინარია
  • სპორტი
  • სხვა
    • Faceამბები
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • პერსონა
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • კვლევები

კვლევა: ამერიკელებმა თავიანთი მთავარი პრიორიტეტი დაასახელეს

კვლევა: ამერიკელებმა თავიანთი მთავარი პრიორიტეტი დაასახელეს
8shares
  • Facebook8
  • Twitter
  • Google+
  • LinkedIn0

პიუს კვლევების ცენტრში ჩატარებული რამდენიმე გამოკითხვით, გაირკვა, რომ ამერიკელების უმრავლესობისთვის ცხოვრების მთავარი აზრი, ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ესაა ოჯახი და ოჯახური კეთილდღეობა. ამის შესახებ “ამერიკის ხმა” წერს.

ოჯახს ორ სხვადასხვა ტიპის კითხვაში ამერიკელთა საშუალოდ 69 პროცენტი მიიჩნევს თავისი ცხოვრების მთავარ აზრად. ყველა დემოგრაფიულ ჯგუფში, ეთნოსის, რასის, რელიგიის, შემოსავლის, ასაკის და ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, ყოველი 10 გამოკითხულიდან 7 ამბობს, რომ მისთვის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ოჯახია.

რელიგია ამერიკელთა თითქმის 20 პროცენტისთვისაა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. გამოკითხვის ავტორებისთვის დიდი სიურპრიზი არ იყო ის, რომ პოლიტიკურად კონსერვატიულ ჯგუფში რწმენას და სულიერებას უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვს. შეფარდება ლიბერალურად განწყობილ ჯგუფთან შედარებით, დაახლოებით ასეთია: 38/8.

რელიგია შავკანიანი ამერიკელებისთვისაც (30%) ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თეთრკანიანებისა (20%) და ლათინურ-ამერიკული წარმოშობის (15%) ადამიანებისთვის.

იმ ადამიანებს შორის, რომელთა წლიური შემოსავალი $75 000-ზე მეტია, 25% ასახელებს ერთ-ერთ პრიორიტეტად მეგობრებს. ვისი შემოსავალიც $30 000-ზე ნაკლებია, იმ ჯგუფში მარტო 14% თვლის, რომ მეგობრების კარგად ყოფნა აუცილებელია მისი კეთილდღეობისთვის. ამის მსგავსად, შეძლებულების 23% თვლის, რომ ჯანმრთელობაა მნიშვნელოვანი ცხოვრებაში, დაბალ შემოსავლიანებში კი ჯანმრთელობას ასეთ დიდ მნიშვნელობას მარტო 10% თუ ანიჭებს.

კარიერა ამერიკელებისთვის ოჯახური კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია. ამ პირობას გამოკითხვებში ყოველი მე-3 ამერიკელი ახსენებს. თუმცა, პასუხების მიხედვით ჩანს, რომ კარიერა და შემოსავალი მათთვის ერთი და იგივე არ არის. ამერიკელები კარიერაში ხშირად გულისხმობენ პროფესიით მინიჭებულ ბედნიერების გრძნობას და არა შემოსავლით კმაყოფილებას.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adams.Ge.ყველა უფლება დაცულია.