• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Monday 18th February 2019
Adams.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • საინტერესო
  • კულინარია
  • სპორტი
  • სხვა
    • Faceამბები
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • პერსონა
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • კვლევები

მეცნიერთა კვლევა ადასტურებს, რომ ყოფილებთან მეგობრობა ცუდი იდეაა

მეცნიერთა კვლევა ადასტურებს, რომ ყოფილებთან მეგობრობა ცუდი იდეაა
8shares
  • Facebook8
  • Twitter
  • Google+
  • LinkedIn0

ფრაზა “მოდი, მეგობრებად დავრჩეთ” ერთ-ერთია, რომელიც დაშორებისას წარმოითქმება ხოლმე. ახალმა კვლევამ დადგინა, რომ დაშორების შემდეგ, მეგობრობის ინიციატორებს ყოველთვის კეთილი ზრახვები არ ამოძრავებთ.

ამერიკელმა მეცნიერებმა, კერძოდ კი ოკლენდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა, დაადგინეს, რომ თუ თქვენს ყოფილ შეყვარებულს ცოტა “მკაცრი” და მანიპულატორული თვისებები აქვს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ემეგობროთ დაშორების შემდეგ.

კვლევის მიმდინარეობისას 861 ადამიანს გაესაუბრნენ და ჰკითხეს, რატომ მეგობრობდნენ ექსებთან სასიყვარულო ურთიერთობის დასრულების შემდეგ.

ფერადი და ნათელი პიროვნული თვისებების მქონე ადამიანები აცხადებდნენ, რომ სენტიმენტები, მოგონებები და სხვა მსგავსი კეთილი ფაქტორები იყო ყოფილებთან მეგობრობის მიზეზი. ხოლო, ზემოთხენებული ნეგატიური პიროვნებების უმეტესობას, ექსებთან ადვილად ხელმისაწვდომი სექსი სდომებიათ. მათი აზრით, ყოფილის “დაკერვა” სპონტანურ სექსზე უფრო მარტივი იყო, ვიდრე ახალი პარტნიორის მოძებნა

საქართველოში რამდენად დგას ამის საშიშროება არ ვიცი, მაგრამ ამერიკაში თურმე ძალიან აწუხებთ ეს ამბავი. ამიტომ, გაიხსენეთ, როგორი პიროვნებაა თქვენი ყოფილი. თუ ის არასოდეს გამოირჩეოდა მხიარული განწყობით, მაშინ არ ემეგობროთ. პრინციპში, საქართველოში სექსს თუ ვერა, ფულის სესხებას მაინც მოგთხოვენ — ამიტომ, მაინც შეიკავეთ თავი “მეგობრულ ფორმატში” გადასვლისგან.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adams.Ge.ყველა უფლება დაცულია.