Unesco-ს რეკომენდაციით, მცხეთის ისტორიულ ძეგლებზე ტრაფარეტები გაკეთდება წარწერით „გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლი.“ პროცესი დღეს დაიწყება.
ეს არის „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის“ კონვენციის შესრულების ერთ-ერთი ამოცანა. აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს ოფიციალური უწყებები გადაუდებელ ვითარებაში ძეგლების დაცვის უზრუნველსაყოფად პროფესიული ცოდნისა და უნარების გაძლიერების ახალ ეტაპზე გადადიან.
მომდევნო 2 დღის განმავლობაში ქართველი სამხედრო ტრენერებისთვის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საწვრთნელი კურსი ჩატარდება.
კომენტარები