მეოთხე სახეობის, ნატურალურად ვარდისფერი შოკოლადის გემოს, პირველად კიტკეტის ფანები გაიგებენ. პარასკევს, 19 იანვარს, ნესტლემ, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მაღაზიებში, ვარდისფერი შოკოლადის კიტკეტები განათავსა.

იაპონიაში მისი ღირებულება 400 იენია ($3,60 / 9,14₾).

ვარდისფერი კიტკეტის ონლაინ შეძენა შეუძლიათ ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, იტალიაში, ბელგიაში, მაკაოსა და ჰონგ-კონგში.

13-წლიანი მცდელობის შემდეგ და თეთრი შოკოლადის შექმნიდან 80 წლის შემდეგ, 2017 წლის ბოლოს, ციურიხში მდებარე კომპანია Barry Callebaut-მა პირველად შექმნა ახალი სახეობის შოკოლადი.

შოკოლადის ფერს ქიმიური ნივთიერებები ან სხვადასხვა ხილის დანამატები არ განაპირობებენ. Ruby Chocolate ვარდისფერი კაკაოს მარცვლებისგანაა დამზადებული.

როგორც უცხოური გამოცემები წერენ, ვარდისფერ შოკოლადს ხილის გემო აქვს და ცოტა მჟავეა.

“ესაა ახალი გემო და ახალი გამოცდილება. შოკოლადი ნატურალურად წითელი კაკაოს მარცვლებით დამზადებული და კენკრის სურნელი აქვს” – ამბობს ნესტლე.

მას შემდეგ, რაც კიტკეტის გაყიდვა 50%-ით გაიზარდა, 2010 წელს, ნესტლემიაპონიაში ახალი ქარხანა გახსნა და სხვადასხვა გემოს კიტკეტებზე მუშაობდა.

იაპონიაში შოკოლადები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჩუქარია. 2016 წელს, ნესტლე კიტკეტის შოკოლადებს იმ სტუდენტებს ჩუქნიდა, რომლებიც სახლისგან შორს ცხოვრობდნენ. ასე ეხმარებოდა კომპანია მათ გამოცდებისგან მიღებულ სტრესის შემსუბუქებაში.

ვალენტინობის დღისთვის, ნესტლე გეგმავს, რომ იაპონიის 80 ქალაქში მაღაზიები გახსნას, სადაც ვარდისფერ კიტკეტებს განათავსებს.