• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Monday 18th February 2019
Adams.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • საინტერესო
  • კულინარია
  • სპორტი
  • სხვა
    • Faceამბები
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • პერსონა
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • კვლევები

ნონა გაფრინდაშვილმა და ზურაბ აზმაიფარაშვილმა ჭადრაკი ღვინით სავსე ჭიქებით ითამაშეს

ნონა გაფრინდაშვილმა და ზურაბ აზმაიფარაშვილმა ჭადრაკი ღვინით სავსე ჭიქებით ითამაშეს
10shares
  • Facebook10
  • Twitter
  • Google+
  • LinkedIn0

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზებით, „ღვინის ქარხანაში“ ოლიმპიადისამდიმიძღვნილი ღონისძიება მოეწყო. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

საზეიმო ღონისძიება არაორდინალური საჭადრაკო პაექრობით გაიხსნა. ერთმანეთს ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩი, მსოფლიოს ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი, ევროპის ექს-ჩემპიონი, ზურაბ აზმაიფარაშვილი დაუპირისპირდნენ. საჭადრაკო დაფაზე ფიგურების ნაცვლად ქართული ღვინით სავსე ჭიქები დაალაგეს. სიმბოლური მატჩი ფრედ დასრულდა.

ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა საქართველოს ნაკრების სამოსის ესკიზი. სპეციალური კონკურსით გამოვლინდა გამარჯვებული – მარიამ ლორთქიფანიძე, რომლის მიერ შერჩეული ესკიზით დამზადებული სამოსით იასპარეზებენ ქართველი მოჭადრაკეები საჭადრაკო ოლიმპიადაზე.

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმი უმასპინძლებს. ბათუმმა ეს უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოშიგამართულ ფიდე-ს გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adams.Ge.ყველა უფლება დაცულია.