გაიცანით ობი – პატარა ჩიტი, რომელიც სათვალეს ატარებს და ლაზერულ სხივებს შორის დაფრინავს.

მეცნიერები უკვე დიდი ხანია სწავლობენ, როგორ დაფრინავენ ჩიტები. მათი ფრთების ყოველ გაქნევაზე პატარა “ტორნადოები” წარმოიქმნება ბუმბულებს შორის. ამ ნაწილაკების მოძრაობას ბევრი რამ შეუძლია გვითხრას ფრენის დინამიკაზე, თუმცა აქამდე ფრენის პროცესის გაზომვა შეუძლებელი იყო. სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ასეთ გზას მიმართეს ვიზუალიზაციისთვის. მათ პატარა თუთიყუში გაწვრთნეს: ასწავლეს, როგორ ეფრინა სპეციალურად მოწყობილ მილებში ლაზერულ სხივებს შორის და სპეციალური სათვალეც მოარგეს, რომელიც თავად მკვლევარების აღჭურვილობის ანალოგი იყო. თუთიყუშის მოძრაობას 4 კამერა აკვირდებოდა.

ობის მილში უნდა გაეფრინა, რომელშიც წინასწარ გაშვებული იყო სპეციალური ნაწილაკები და ლაზერული სხივები – ამ ნაწილაკების გასანათებლად. ჩიტის ფრთების მოძრაობამ ნაწილაკებს მიმართულება შეუცვალა, რაც ფოტო და ვიდეომოწყობილობებზე აისახა. ობის გაწვრთნა მეცნიერებს სულ რამდენიმე პორცია მარცვლეული დაუჯდათ, შედეგი კი საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მათი კვლევისათვის.

შედეგები მომავალში საფრენი მოწყობილობების სრულყოფას დაეხმარება.