• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Thursday 21st February 2019
Adams.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • საინტერესო
  • კულინარია
  • სპორტი
  • სხვა
    • Faceამბები
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • პერსონა
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • კვლევები

ფეხბურთის დროს სასტვენი პირველად პოლიციელმა გამოიყენა. ისტორია

ფეხბურთის დროს სასტვენი პირველად პოლიციელმა გამოიყენა. ისტორია
10shares
  • Facebook10
  • Twitter
  • Google+
  • LinkedIn0

ფეხბურთში არსებობს გარკვეული სტანდარტები და მოთხოვნები, რომლებიც ეხება არამხოლოდ სპორტსმენებს, არამედ მსაჯებს. კერძოდ, მსაჯს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყვითელი და წითელი ბარათი და ასევე სასტვენი, თუმცა სასტვენის ისტორიის შესახებ ისტორია ბევრმა არ იცის.

136 წლის განმავლობაში მსაჯს არ ჰქონდა ნივთი, რომელიც საკუთარ თავზე ყურადღებას მიიქცევდა. სასტვენამდე, არბიტრებს უწევდათ ყვირილი, ხელების ქნევა ან ზარში დარეკვა. აღსანიშნავია, რომ ადრე მსაჯი უშუალოდ თამაშში არ ერეოდა და მხოლოდ დროს აკონტროლებდა, იწერდა ინფორმაციას და მატჩის დროს შესაძლო კონფლიქტებს არეგულირებდა.

გარდა ამისა, არბიტრებად პროფესიონალებს არ პატიჟებდნენ. მიაჩნდათ, რომ უბრალოდ ფეხბურთის მოყვარული, რომელიც არ ელოდება ჯილდოს, უფრო  სამართლიანად წარმართავს მატჩს, ვიდრე პროფესიონალი. მსაჯი შესაძლოა ყოფილიყო ექიმი, მწერალი ან იურისტი. აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო მოედანზე არბიტრის როლში რამდენჯერმე ბრიტანელი მწერალი არტურ კონან დოილი იყო.

ერთხელ 1878 წლის ივლისს ერთ-ერთ საფეხბურთო მატჩზე, მსაჯის როლი პოლიციელმა მოირგო. მატჩის დროს ატეხილი ჩხუბის დარეგულირება მან სასტვენით გადაწყვიტა, რომელსაც სამსახურშიც იყენებდა. ეს სიახლე ყველამ მოიწონა და თანდათანობით ყველა მსაჯმა დაიწყო მისი გამოყენება.

პირველი პლასტმასის სასტვენი დიდ ბრიტანეთში 1914 წელს დაამზადეს, მანამდე ინგლისელები მას ვულკანიზებული რეზინისგან ამზადებდნენ. მის გამომგონებლად ჯოზეფ ჰადსონი მიიჩნევა.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adams.Ge.ყველა უფლება დაცულია.