“სანაგვეში ვიქექებოდი, როცა უეცრად ჩემი ცოლის ყვირილი მომესმა. მას ხელში შრედერი ეჭირა, როცა მითხრა ‘მგონი, ჩვენი ფული აქაა'”, – ყვება ბენი.

მისი სიტყვებით, 2 წლის ლეო ხშირად ეხმარება მას ქაღალდების დანაწევრებაში.

როგორც აღმოჩნდა, იმედი ჯერ კიდევ არსებობს, რადგან აშშ-ში არსებობს სამთავრობო ოფისი, რომელიც დაქუცმაცებულ ქაღალდის კუპიურებს ფულში ცვლის. ბენის თქმით, კურიერმა დანაკუწებული ნარჩენები უკვე წაიღო, თუმცა ისინი ფულს სავარაუდოდ ერთ ან ორ წელიწადში მიიღებენ.