არსებობს ასეთი მნიშვნელოვანი წესი, რრომელსაც „პირველი სამი წუთის“ წესი ჰქვია. როდესაც ოჯახში მშობლები იწყებენ ამ წესის შესრულებას, ამჩნევენ, რომ იგი ურთიერთობებში ძალიან ბევრი იცვლება უკეთესობისკენ.

„პირველი სამი წუთის“ წესი მდგომარეობს იმაში, რომ ყოველთვის შეხვდე ბავშვს ისეთი დიდი სიხარულით, თითქოს ხვდებით მეგობარს, რომელიც არ გინახავთ უკვე ბევრი წელია. და არა აქვს მნიშვნელობა, დაბრუნდით მაღაზიიდან, მოხვედით სახლში სამსახურიდან თუ დაბრუნდით მივლინებიდან.

როგორც წესი, ყველაფერს, რაც ბავშვს უნდა რომ გაგიზიაროთ, ის „გასცემს“ შეხვედრის პირველ წუთებში, სწორედ ამაში მდგომარეობს მნიშვნელოვნობა არ გამოგრჩეთ ეს დრო.

თქვენ მაშინვე შეამჩნევთ იმ მშობლებს, რომლებიც ინტუიციით ასრულებენ „პირველი სამი წუთის“ წესს. მაგალითად, როცა მიყავთ ბავშვი სკოლიდან, ისინი ყოველთვის ეხუტებიან და ამბობენ, რომ მოენატრათ ის. იმ დროს როცა სხვა მშობლები უბრალოდ კიდებენ ბავშვს ხელს, ამბობენ „წავიდეთ“ და ამავდროულად ლაპარაკობენ ტელეფონზე.

როცა სამსახურიდან ბრუნდებით, მაშინვე გადაიტანეთ მთელი ყურადღება ბავშვზე. თქვენ გაქვთ რამდენიმე წუთი იმისათვის, რომ დაუჯდეთ გვერდით, გამოკითხოთ გატარებული დღის შესახებ და მოუსმინოთ. შემდეგ უკვე შეგიძლიათ ივახშმოთ და უყუროთ ახალ ამბებს. თუ ამდაგვარად არ მიაქცევთ ბავშვს ყურადღებას, ის მთელი საღამო არ მოგცილდებათ, სანამ არ მიანიჭებთ ყურადრებას, სიყვარულსა და სითბოს.

მნიშვნელოვანია არა დროის რაოდენობა, არამედ ემოციური სიახლოვე

ხანდახან პატარისთვის გულითადი საუბრების რამდენიმე წუთი უფრო ბევრს ნიშნავს, ვიდრე თქვენთან გატარებული მთელი დღე, თუ ფიქრებით ამ დროს სხვაგან იყავით. ის, რომ ჩვენ სულ გვეჩქარება და შეწუხებულები ვართ, ნამდვილად არ გახდის ჩვენს შვილებს ბედნიერებს, თუნდაც ვფიქრობდეთ, რომ ამას ვაკეთებთ მათთვის და მათი კეთილდღეობისთვის.

მშობლებისთვისა და შვილებისთვის გამონათქვამს „ერთად ყოფნის დრო“ სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს

უფროსებისთვის საკმარისია, რომ ბავშვები უბრალოდ გვერდით ჰყავდნენ, როცა რაიმეს აკეთებენ სახლში ან მიდიან მაღაზიაში. ბავშვებისთვის კი ცნება „ერთად ყოფნის დრო“ – ეს არის შეხედო თვალებში, როცა მშობლები გვერდით ჯდებიან, გადადებენ მობილურ ტელეფონებს, გამორიცხავენ ფიქრებს ასობით პრობლემებზე და არ გადააქვთ ყურადღება სხვა რაღაცეებზე. ბავშვი არასოდეს მიენდობა, თუ გრძნობს, რომ პრიორიტეტში მშობლებს ურთიერთობის მომენტში გააჩნიათ რაიმე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის არის.

რა თქმა უნდა, მშობლებს ყოველთვის არ გააჩნიათ დრო ბავშვთან ერთობლივი თამაშისთვის, მაგრამ ასეთ წუთებში აკეთეთ მხოლოდ ის, რაც უნდა ბავშვს. ნუ სთავაზობთ მას თავისუფალი დროის თქვენებურ ვარიანტებს. დრო მალე მირბის, და გონს მოსვლასაც ვერ მოასწრებთ, თქვენი შვილები უკვე გაიზარდნენ, ამიტომ ნუ დაკარგავთ დროს და უკვე დღეს დაიწყეთ მათთან მიმნდობი ურთიერთობების ჩამოყალიბება.