კენიელმა პატრიკ ჰინგამ ნარკოდამოკიდებულების გამო მეგობრები, სახლი და ჯანმრთელობა ერთდროულად დაკარგა. თუმცა ისევე როგორც ყველას, ცხოვრებამ მასაც მისცა მეორე შანსი.

ჰანგა ნარკოტიკს სკოლის ასაკიდან მოიხმარდა, დედამ მისი დახმარება ბევრჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ.

“ის სულ წუწუნებდა და წამლის დამატებით დოზას ითხოვდა, დაწყებული საქმე კი ბოლომდე არასდროს მიჰყავდა, შესაბამისად მისი მკურნალობის მცდელობები სრულიად უშედეგო იყო”, – ამბობს პატრიკის დედა.

ერთ დღესაც, როდესაც პატრიკი ქუჩაში უმისამართოდ დახეტიალობდა, სრულიად შემთხვევით მის ძველ თანაკლასელს გადაეყარა. ვანჯა მაურა სწორედ ის ადამიანი აღმოჩნდა, ვინც დიდი ძალისხმევითა და მონდომებით არწმუნებდა პატრიკს მკურნალობისა და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების აუცილებლობაში.

საბედნიეროდ მეგობრის ზრუნვამ გაამართლა და პატრიკ ჰინგა სრულიად სხვა ადამიანი გახდა, მისი გარდასახვა კი საოცრად დაშთამაგონებელია ნებისმიერი სხვა ნარკოდამოკიდებული ადამიანისათვის.

განკურნებამდე

განკურნების შემდეგ