მსოფლიოს მასშტაბით როგორი საჭმელი აღარ არსებობს, მაგრამ კამბოჯელების საყვარელმა კერძმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

საქმე ის არის, რომ კამბოჯასა და ლაოსში, პროტეინის ერთ-ერთი მთავარი წყარო, არც მეტი არც ნაკლები, ფუტკრის კვერცხებით სავსე ფიჭაა, რომელსაც საკმაოდ უჩვეულო ფორმით მიირთმევენ.

თაფლით სავსე ფიჭა ბანანის ფოთოლში გადახვეული იწვება, რომელიც მას თბილი ტემპერატურის, წვენისა და სიტკბოს შენარჩუნებაში ეხმარება.

კამბოჯელების საყვარელი კერძის ჭამის შემდეგ, ალბათ, დარწმუნდებით, რომ ვაზის ფოთოლში მომზადებული ტოლმის გარდა, მსოფლიოში სხვა ცოტა უცნაური, მაგრამ ძალიან გემრიელი კერძებიც არსებობს.