ბროკ ელბანკი ბრიტანელი ფოტოგრაფია, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ, მის ირგვლივ ჭორფლიანი ადამიანები შემოიკრიბა და ძალიან შთამბეჭდავი ფოტოსერიაც შექმნა.

ხელოვანი მნახველს საინტერესო პორტრეტებს სთავაზობს, სადაც ხშირ შემთხვევაში სწორედ წითური და ჭორფლიანი ადამიანებია აღბეჭრდილი.

“ყოველთვის მომწონდა ჭორფლები, ეს არის ის, რაც ადამიანებს უფრო ინდივიდუალურსა და საინტერესოს ხდის”, – ამბობს ბროკი.

გთავაზობთ ბრიტანელი ხელოვანის ფოტოებს, რომელიც ჭორფლიანი ადამიანების უნიკალურ სილამაზეს დაგანახებთ.