ისევე როგორც ყველა პატარა გოგო, პატარაობაში ჯინა სმიტიც ლეკვზე ოცნებობდა. 1962 წელს კი როდესაც მას 10 წელი შეუსრულდა, მამამ მისი გახარება გადაწყვიტა და შინაური ცხოველი აჩუქა.

ჯინას ახალი მეგობარი არა ლეკვი ან საყვარელი კნუტი, არამედ პატარა კუ აღმოჩნდა, რომელიც ქალს უკვე 56 წელია ყავს.

“ჯორჯი ჩემი ყველაზე დიდი ხნის მეგობარია და ის საოცრად კარგი შინაური ცხოველია” – ამბობს ჯინა, რომელიც ახლა 65 წლის არის და თავის შინაურ ცხოველთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.