• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Tuesday 19th February 2019
Adams.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • საინტერესო
  • კულინარია
  • სპორტი
  • სხვა
    • Faceამბები
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • პერსონა
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • კვლევები

ვენის მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრები გამოიფინება

ვენის მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრები გამოიფინება
6shares
  • Facebook6
  • Twitter
  • Google+
  • LinkedIn0

ვენის ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციის ცნობით, გამოფენა, სახელწოდებით NIKO PIROSMANI – A Wonderer Between Worlds 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან.

პროექტის ფარგლებში, ალბერტინას მუზეუმში, ასევე პირველად გამოიფინება ცნობილი იაპონელი არქიტექტორის, ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა, რომელიც ნიკო ფიროსმანაშვილის ხსოვნას ეძღვნება.

გამოფენის მთავარი მიზანია მხატვრის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

31 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ფიროსმანის შემოქმედების შესახებ ფრანგულად წიგნი გამოიცა.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adams.Ge.ყველა უფლება დაცულია.