• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Saturday 23rd February 2019
Adams.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • საინტერესო
  • კულინარია
  • სპორტი
  • სხვა
    • Faceამბები
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • პერსონა
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • კვლევები

WHO: მსოფლიოში 20 სიკვდილიდან 1 ალკოჰოლის მოხმარებითაა გამოწვეული

WHO: მსოფლიოში 20 სიკვდილიდან 1 ალკოჰოლის მოხმარებითაა გამოწვეული
4shares
  • Facebook4
  • Twitter
  • Google+
  • LinkedIn0

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 2016 წელს ალკოჰოლის მოხმარების გამო მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონ ადამიანზე მეტი გარდაიცვალა. ეს ნიშნავს, რომ 20 სიკვდილიდან 1 სწორედ ალკოჰოლმა გამოიწვია.

21 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ალკოჰოლის მოხმარების გამო გარდაცვლილთაგან 75%-ზე მეტი კაცია.

დადგინდა, რომ ალკოჰოლის მიღება იქცა დაავადებების 5%-ზე მეტის მიზეზად, ასევე იყო 200-ზე მეტი დაავადებისა და დაზიანების ხელშემწყობი ფაქტორი.

ამავე მონაცემებით, სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი (28%)ფიზიკურ დაზიანებებზე მოდის. მეორე ადგილს (21%) საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები იკავებს, შემდეგი კი გულსისხლძარღვთა დაავადებებია(19%). სხვა შემთხვევებში, გარდაცვალების მიზეზი ინფექციური დაავადებები, სიმსივნეები, ფსიქიკური აშლილობები და ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები გახდა.

WHO-ს მონაცემებით, ალკოჰოლის მოხმარებისგან გამოწვეული აშლილობები მსოფლიოს მასშტაბით 237 მილიონ კაცს და 46 მილიონ ქალს აღენიშნება. ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე ევროპაა.

მსოფლიოს მასშტაბით ალკოჰოლი 2.3 მილიარდამდე ადამიანი იღებს. 45% სპირტიან სასმელებზე მოდის, 34% – ლუდზე, 12% კი ღვინოზე.

გასულ თვეში გამოქვეეყნებული გლობალური კვლევის შედეგების მიხედვით, არ არსებობს ალკოჰოლის ოდენობა, რაც ჯანმრთელობისთვის მავნე არ იქნებოდა.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adams.Ge.ყველა უფლება დაცულია.