ჟიზელ ბიუნდჰენის ახალი წიგნი Lessons: My Path to a Meaningful Life გამოვიდა და მკითხველებმა მოდელის შესახებ უამრავი რამ შეიტყვეს.

როგორც ჟიზელმა გაამხილა, მან მკერდზე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, მას შემდეგ, რაც შვილებს ძუძუთი კვებავდა. როგორც წიგნში სუპერმოდელი წერს, ის თავის გადაწყვეტილებას ნანობს:

“მე ყოველთვის ჩემი ტანის გამო მაქებდნენ. ამის გამო, ვფიქრობდი, რომ იმ მოლოდინებს ვერ ვამართლებდი, რომლებიც ადამიანებს ჩემს მიმართ ჰქონდათ. [მშობიარობის შემდეგ] თავს სუსტად ვგრძნობდი, შემეძლო ვარჯიში, შემეძლო ჯანსაღად კვება, მაგრამ ვერ შევცვლიდი იმ ფაქტს, რომ ჩემს ორივე შვილს მარცხენა ძუძუდან კვება მეტად მოსწონდა, ვიდრე მარჯვნიდან. მხოლოდ ის მინდოდა, რომ ადამიანებს ამაზე საუბარი შეეწყვიტათ”.

ჟიზელის სიტყვებით, მან ოპერაცია 2015 წელს გაიკეთა. წიგნში ამის შესახებ უამრავი დეტალი წერია:

“‘ეს რა ჩავიდინე’, – პირველი ეს გავიფიქრე, როცა [ოპერაციის შემდეგ] გავიღვიძე. თავს უცხო სხეულში ვგრძნობდი, რომელსაც ვერ ვცნობდი”.

მოდელი დასძენს, რომ ოპერაციიდან პირველი წლის განმავლობაში იმდენად დიდ დისკომფორტს განიცდიდა, რომ განიერ ტანსაცმელს ატარებდა.