ძვირფასო მკითხველო,
გმადლობთ რომ ეწვიეთ “ადამს ჰოლდინგის” დასაქმების ქვე-გვერდს. “ადამს ჰოლდინგი” საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია განვითარებაზე ორიენტირებული ამბიციური პროფესიონალებისთვის. კოლაბორაციის მაღალი დონე და მიზანმიმართულობა გამოარჩევს “ადამს ჰოლდინგის” სამუშაო გარემოს. თანამშრომლებთან ურთიერთობისას ჩვენ მუდამ ვხელმძღვანელობთ გამჭვირვალეობის, გასაგებადობისა და სამართლიანობის პრინციპებით. “ადამს ჰოლდინგში” ვფიქრობთ, რომ კარგი თანამშრომელი კომპეტენტური, თავდადებული და ემფატიკურია. ჩვენს კორპორატიულ ღირებულებებთან თანმხვედრი კომპეტენტური თანამშრომლების მოძიება და შენარჩუნება ჩვენი მთავარი საზრუნავია და თანამშრომელს ორგანიზაციის საკვანძო აქტივად მივიჩნევთ.
გთხოვთ თვალი ადევნოთ ჩვენს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებს. თუ გამოცხადებული ვაკანსიებიდან არცერთი შეესაბამება თქვენს კვალიფიკაციას, “ადამს ჰოლდინგში” დასაქმების სურვილის გამოხატვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. გამოგვიგზავნეთ თქვენი “ევროპასის” ფორმატში მომზადებული რეზიუმე მისამართზე info@adams.ge თქვენთვის საინტერესო სამუშაო მიმართულების მოკლე (მაქს. 150 სიტყვა) აღწერით.