• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი რელიგია

მეუფე შიო: გვმართებს განსაკუთრებული მოწიწება და მადლიერება იმ დიდებული ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენამდე მოიტანა და გადმოგვცა ჭეშმარიტება.

ივნისი 3, 2025
ში რელიგია
მეუფე შიო: გვმართებს განსაკუთრებული მოწიწება და მადლიერება იმ დიდებული ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენამდე მოიტანა და გადმოგვცა ჭეშმარიტება.
0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

„როდესაც ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ხორციელდება და ახლდება ერთობა ჩვენი ღმერთთან და ერთმანეთთან. ეს არის ერთობა ქრისტეში, მის სხეულში, რომელიც, სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა, არის ეკლესია და რომლის თავიც არის თვით უფალი იესო ქრისტე…

ვმადლობთ უფალს და ვხარობთ, რომ მოგვიყვანა მის წმინდა ეკლესიაში, რათა ვეზიაროთ ამ რწმენას და ვსაზრდოობდეთ მარადიული სიცოცხლის წყაროსგან… გვმართებს განსაკუთრებული მოწიწება და მადლიერება იმ დიდებული ადამიანების მიმართ, ვინც გამოთქვა და განაცხადა ეს ჭეშმარიტება, ვინც ჩვენამდე მოიტანა და გადმოგვცა ის… ესენი არიან პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამები, ეს არის წმინდა მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი, ქალწული ნინო, რომელმაც ეს რწმენა ჩვენთან მოიტანა და იქადაგა“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების წმინდა მამათა კვირას და ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს იქადაგა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელო მეუფეო, პატიოსანნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს არის ნინოობა და დღევანდელ დღეს დაემთხვა პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების კვირა.

ამ კვირა დღესთან დაკავშირებით წაკითხული იყო სახარებიდან მონაკვეთი, საიდანაც ვიგებთ, რომ მას შემდეგ, როცა უფალი იესო ქრისტე უკანასკნელად ესაუბრა თავის მოციქულებს საიდუმლო სერობაზე, მან ლოცვით მიმართა მამაზეციერს. ამ ლოცვაში განსაკუთრებით კარგად ჩანს მამა ღმერთის და ძე ღმერთის ერთობა. უფალი სთხოვს მას მორწმუნეთათვის და ამბობს: „იყვნენ ესენი ერთ“, როგორც მამა ღმერთი და ძე ღმერთი ერთ არიან“ (ინ. 17,21). ასევე ამბობს ასეთ სიტყვებს: „ყოველივე ჩემი შენი არს და შენი ჩემი არს“ (ინ. 17,10). საოცარი სიტყვებია ეს, არცერთ ადამიანს, არცერთ რელიგიას არ უქადაგია ასეთი ერთობა ღმერთსა და ადამიანს შორის. ღმერთი გახდა ადამიანი იმისთვის, რომ ადამიანიც გახდეს მადლით ღმერთი. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც აქვს ღმერთს, მადლით ჰქონდეს ადამიანსაც.

ეს საოცარი და განსაკუთრებული ერთობა, ძვირფასო ძმებო და დებო, ხორციელდება მაშინ, როდესაც ჩვენ ერთი ბარძიმიდან ვეზიარებით. ყოველთვის, როდესაც ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ხორციელდება და ახლდება ეს ერთობა ჩვენი ღმერთთან და ერთმანეთთან. ეს არის ერთობა ქრისტეში, მის სხეულში, რომელიც სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა, არის ეკლესია და რომლის თავიც არის თვით უფალი იესო ქრისტე.

ამ საოცარ ლოცვაში უფალი იესო ქრისტე კიდევ განმარტავს იმას, თუ რა არის საუკუნო სიცოცხლე და ამბობს: „საუკუნო სიცოცხლე არის, რათა გიცნობდნენ შენ (ანუ მამა ღმერთს ეუბნება) და იმას, ვინც მოავლინე, იესო ქრისტეს“ (ინ. 17,3). ე. ი. საუკუნო სიცოცხლე ყოფილა არამხოლოდ ერთი ღმერთის შეცნობა და რწმენა, არამედ იესო ქრისტეს რწმენაც, თორემ ერთი ღმერთი იმათაც სწამდათ, ვინც ითხოვდა მის ჯვარცმას და სიკვდილს და ვინც ეს საშინელი ცოდვა ჩაიდინა; დღესაც არიან მრავლად ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ სწამთ ერთი ღმერთი, მაგრამ ისინი უარყოფენ მისგან კაცობრიობის გამოხსნისთვის მოვლენილ ძე ღმერთს და ათასგვარ უბედურებას ჩადიან.

ეს სახარება, ძვირფასო ძმებო და დებო, არ იყო შემთხვევით წაკითხული დღევანდელ წირვაზე, რადგან დღეს არის ხსენება პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების, რომლებიც წინ აღუდგნენ არიოზის მწვალებლობას, რომელიც აკნინებდა იესო ქრისტეს საღვთო ღირსებას და ამბობდა, რომ ის არის ქმნილება. ამიტომ ეს წმინდა მამები წინ აღუდგნენ მას, დაგმეს ეს სწავლება და გამოთქვეს ჭეშმარიტება, რომ იესო ქრისტე არ არის ქმნილება, არც მხოლოდ წინასწარმეტყველი, არც რომელიმე ზნეობის მასწავლებელი, არამედ არის მხოლოდშობილი ძე ღვთისა, განკაცებული ღმერთი და მაცხოვარი სოფლისა; და ამ რწმენას აღიარებს წმინდა ეკლესია იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ უბრძანა თავის მოციქულებს, წასულიყვნენ საქადაგებლად და მოენათლათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა; იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც პავლე მოციქულმა განაცხადა, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა და მაცხოვარი სოფლისა და იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც წმინდა მამებმა განმარტეს ეს ჭეშმარიტება და დაამტკიცეს პირველ მსოფლიო კრებაზე.

დღეს ჩვენ ვმადლობთ უფალს და ვხარობთ, რომ მოგვიყვანა მის წმინდა ეკლესიაში, რათა ვეზიაროთ ამ რწმენას და ვსაზრდოობდეთ იმ მარადიული სიცოცხლის წყაროსგან, რომელზეც საუბრობს უფალი იესო ქრისტე თავის სამეუფეო ლოცვაში. ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, გვმართებს განსაკუთრებული მოწიწება და მადლიერება იმ დიდებული ადამიანების მიმართ, ვინც გამოთქვა და განაცხადა ეს ჭეშმარიტება, ვინც ჩვენამდე მოიტანა და გადმოგვცა ის. ვიმეორებ, ესენი არიან პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამები, ეს არის წმინდა მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი, ქალწული ნინო, რომელმაც ეს რწმენა ჩვენთან მოიტანა და იქადაგა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს, როდესაც ვიხსენიებთ და ვადიდებთ ამ დიდ მოღვაწეებს (წმინდა ნინოსთან ერთად დღეს არის ასევე ხსენება მოციქულთასწორთა, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანასი), ვევედროთ უფალს, რომ მათი ლოცვით შევძლოთ ამ წმინდა და საღვთო რწმენის – მართლმადიდებელი სარწმუნოების – შენახვა და ღირსი გავმხდარიყავით, ამ რწმენით სასურველი, მარადიული და ნეტარი ცხოვრების მიღწევის, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, – იქადაგა მეუფე შიომ.

დატოვეთ კომენტარი

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება

მაისი 18, 2025
21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

აგვისტოში ფინანსური იღბლის პიკი ზოდიაქოს ორ ნიშანს ელოდება – ვინ მოიგებს „ჯეკპოტს“

ივლისი 23, 2025
პუტინის ახალი ბრძანება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ეხება – რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

პუტინის ახალი ბრძანება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ეხება – რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

მაისი 18, 2025
„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

მაისი 18, 2025
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
რომელ ასაკშია ადამიანი მოხუცი? – მათემატიკური მოდელის პასუხი

რომელ ასაკშია ადამიანი მოხუცი? – მათემატიკური მოდელის პასუხი

ოქტომბერი 25, 2025
ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებული ყავა, რომელიც მთელი საფრანგეთის მასშტაბით იყიდებოდა, უკან გაიწვიეს

ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებული ყავა, რომელიც მთელი საფრანგეთის მასშტაბით იყიდებოდა, უკან გაიწვიეს

ოქტომბერი 25, 2025
ექიმებმა კიმ კარდაშიანს თავის ტვინის ანევრიზმა აღმოუჩინეს

ექიმებმა კიმ კარდაშიანს თავის ტვინის ანევრიზმა აღმოუჩინეს

ოქტომბერი 25, 2025
როცა ტვინი საკუთარ “ხმას” ვერ ცნობს: სმენით ჰალუცინაციებზე 50-წლიანი თეორია ახალმა კვლევამ დაადასტურა – sciencealert

როცა ტვინი საკუთარ “ხმას” ვერ ცნობს: სმენით ჰალუცინაციებზე 50-წლიანი თეორია ახალმა კვლევამ დაადასტურა – sciencealert

ოქტომბერი 25, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია