• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი რელიგია

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
ში რელიგია
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი
0
გაზიარება
2.4k
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

მალხაზ ჯინორია მამა გაბრიელის სულიერი შვილია. ჩვენი დროების უდიდეს წმინდა მამასთან ურთიერთობაზე, როგორც სხვას, მასაც არა ერთხელ უამბია.

აი, რას იხსენებს ის ერთ-ერთი ინტერვიუსას…

მალხაზ ჯინორია: მისგან სასწაულს არ ველოდი, მის ქმედებებში თავმდაბლობა და სიყვარული ჩანდა სულ და სასწაულს ნამდვილად არ დავუწყებდი ძებნას.

***

ერთხელ, დილით, მასთან კელიაში სტუმრობისას შემწვარი კარტოფილი მომართვა დედა პარასკევამ და მივირთვი. დილის ათ საათზე. მერე მე და მამა გაბრიელმა ვილაპარაკეთ, გავიდა რამდენიმე საათი. დედა პარასკევა შემოდის – გადის, საქმიანობს. მერე მამა გაბრიელმა სთხოვა, მალხაზს შეუწვი კარტოფილიო. აღარ გვაქვს კარტოფილიო, დედა პარასკევა პასუხობს. როგორ, სტუმარი გვყავს და მზად არ უნდა იყოო? და გააგდო კელიიდან. მერე მე მეუბნება, მალხაზ, უფალმა ხუთი ათასი ადამიანი განაძღო და ეგ გაუჭირდება? ვთხოვოთ და გაგვიჩენსო. გავიფიქრე, ახლა აქ რაღაც რომ გაჩნდეს, ინფარქტი ზედვე მაქვს-მეთქი. და ხომ ვიცოდი, ფიქრებს რომ კითხულობდა და ხმამაღლაც ვუთხარი, არ მინდა-მეთქი. კარგი, კარგიო, მითხრა. მიხვდა რომ შემეშინდა. მერე მეუბნება, აბა, ნახე ვინ მოდისო და კარებისკენ მიმახედა. ორი მონაზონი მოვიდა-მეთქი, ვუთხარი. უი, მართალი ვყოფილვარო, თქვა. ვფიქრობდი, რაში სჭირდებოდა ახლა ეს რომ გააკეთა-მეთქი. კაი, ჭამე, ჭამეო, მითხრა. დავიწყე შემწვარი კარტოფილის ჭამა, ვჭამ, მაგრამ მერე გამახსენდა, კარტოფილი ხომ არ იყო! ახლა ურწმუნოება დამეწყო და ვფიქრობ, სადმე ხომ არ ჰქონდა ჩამალული ან კარისკენ რომ გავიხედე, იმ დროს ხომ არ დადო მაგიდაზე-მეთქი. მაგრამ ცხელი ტაფიდან ზეთის შხეფები ისხმებოდა, ვერსაიდან ასე უცებ ცხელ ტაფას ვერ გადმოდებდა, თან ხომ იწვა… ასე გადამატანინა მე ყურადღება კარისკენ და… ისე, სასწაულად გემრიელი კარტოფილი იყო.

ერთხელ სიწმინდეები დავიკიდე გულზე, გავიკეთე ქამრები ფსალმუნების წარწერებით. აბა, ეშმაკი ვერ მომეკარება, დაცული ვარ-მეთქი. და მივედი მასთან კელიაში, არაფერი მითქვამს, შიგნით მიკეთია, არ მიჩანს. და ამბობს, ზოგს ქამრები უკეთია, წარწერებით, ეს ბერმონაზვნების საქმეა, მაგრამ ზოგ ერისკაცს რომ უკეთია, ამპარტავნებაშია ჩავარდნილიო. მეთქი, სად ვარ… მიმახვედრა, რომ ღვთისწყალობის გარეშე, არაფერია, ვერც დაცული იქნები. ვერაფერიც დაგიფარავს.

ვერ იტანდა, ვინმე რომ ვინმეს განიკითხავდა. იქ მეორედ მისვლის შანსი აღარ გექნებოდათ. იცი, რატომ არ შეიძლება განკითხვაო? ადამიანი რომ ცოდვაშია დაცემული, უფალი უშვებს ამას, რომ მას უფრო მეტად მიეახლონ. შენ რომ დაცემულს განიკითხავ, ამით ღმერთს განიკითხავ, რატომ არის ეს კაცი ასეთ მდგომარეობაშიო. რამხელა სიბრძნეა!

თავმდაბლობა და სიყვარული ერთად არისო. თუ თავმდაბლობა არ გაქვს, არაფერიც არ გაქვსო. გიხაროდა მისი მორჩილება. გიხაროდა, რის გაკეთებასაც გავალებდა.

მამა გაბრიელ, მასწავლე როგორ ებრძვი ეშმაკებსო? – ჰკითხეს. მაგას 50 წელია ვსწავლობ და შენ ერთ დღეში გინდა გასწავლოო?

გვიხსნიდა: ყველაფერი ღმერთის განგებითაა. მისი ნებაა, როდესაც ვთქვათ, სოდომ-გომორი დაანგრია, მისი ნება შემოვიდა, რათა ცოდვები აღმოეფხვრა. ღვთის დაშვებაა რასაც გინდა, იმას რომ გაკეთებინებს და ბოროტს რაც უნდა, იმას რომ აკეთებინებსო. ღვთის განგებითაა ხან ნებას რომ შემოუშვებს, ხან დაშვებას, ამას კიდე, ვერაკაცი ვერ ჩასწვდებაო…

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისი 19, 2026
ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

მაისი 18, 2026
რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

მაისი 18, 2026
ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

მაისი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია