• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ეს საიტერესოა

სპეციალისტთა შეფასებით, AI ჩატბოტები ფსიქიკურ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის

სექტემბერი 30, 2025
ში ეს საიტერესოა
სპეციალისტთა შეფასებით, AI ჩატბოტები ფსიქიკურ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის
0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ბევრი ღელავს, რომ ხელოვნური ინტელექტი (AI) მათ საქმიანობას შეითავსებს და უსამსახუროდ დარჩება, თუმცა კიდევ სხვა პრობლემაც გაჩნდა: AI-სთან ინტერაქციას შეიძლება ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისამდე მივყავდეთ.

AI ჩატბოტებს დღეს უკვე უამრავი ადამიანი ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება სარისკოც აღმოჩნდეს. მაგალითად, ისეც ხდება ხოლმე, რომ ადამიანები ChatGPT-ს ბოდვით ან პარანოიდულ იდეებს უზიარებენ, ბოტი კი ამ აზრებს განამტკიცებს (ნაცვლად იმისა, რომ მომხმარებელს დახმარების მიღებისკენ მოუწოდოს). მსგავსი საუბრები ზოგჯერ ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებით ან სიკვდილითაც შეიძლება დასრულდეს.

გამოცემა Wired-ის მასალაში არაერთი ფსიქიატრი და მკვლევარი საუბრობს ახალ ტენდენციაზე. კით საკატას, UCSF-ის ფსიქიატრის, თქმით, ჯერ მხოლოდ წელს ჰოსპიტალიზაციის არაერთი შემთხვევა უხილავს, როცა AI-მ “მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფსიქოზურ ეპიზოდებში”. ოფიციალური დიაგნოზი ჯერ არ არსებობს, თუმცა ფსიქიატრები ამას “AI ფსიქოზს” ან “AI ბოდვით აშლილობას” უწოდებენ.

ჰამილტონ მორინმა, ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევარმა ფსიქიატრიის მიმართულებით, ფსიქოზური სპექტრის აშლილობებზე AI-ს გავლენის შესწავლა გადაწყვიტა. მას არაერთი პაციენტი უხილავს, რომელთაც ჩატბოტების გამოყენების ფონზე ფსიქოზური დაავადებები განუვითარდათ. ამის შესახებ მარინმა The Guardian-თან ისაუბრა. გარდა ამისა, Wall Street Journal-ში სტატია გამოაქვეყნა ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა სპეციალისტმა; იგი იმაზე საუბრობს, რომ თერაპიაზე პაციენტებმა AI ჩატბოტების გაუფრთხილებლად გამოყენება დაიწყეს.

პაციენტებზე AI-ს გავლენაზე საფუძვლიანი კვლევები ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა არსებული მონაცემები პრობლემებზე მიანიშნებს.

კიტ რობერტ ჰედმა, სოციალური მუშაობის სპეციალისტმა, ახლახან წინასწარი გამოკითხვა ჩაატარა. შედეგების მიხედვით, სოციუმში კრიზისია მოსალოდნელი. ეს უკანასკნელი გამოწვეულია “ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებულმა უპრეცედენტო გამოწვევებით, რომლებთან გასამკლავებლადაც პროფესიონალები სათანადოდ მომზადებულნი არ არიან”.

“ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისთა სრულიად ახალი ფრონტი ჩნდება, რადგან თანდათან უფრო ხშირად ფიქსირდება AI ჩატბოტებთან ინტერაქციით გამოწვეული სუიციდის, თვითდაზიანების ან მძიმე ფსიქიკური დაზიანების შემთხვევები. ესენი ინტერნეტის ეპოქაში უპრეცედენტოა”, — წერს ჰედი.

ზუსტად ვერ ვიტყვით, ჩატბოტთან კომუნიკაცია იწვევს რეალობისგან აცდენილ ქცევას თუ უბრალოდ განამტკიცებს მას. მეორე მხრივ, შედეგები ერთია: უკვე არაერთი რეალური შემთხვევა დაფიქსირდა.

ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანებს ფსიქიკური პრობლემები უკვე ჰქონდათ და სიმპტომებს ეფექტიანად მართავდნენ, სანამ ჩატბოტი გამოჩნდებოდა მათ ცხოვრებაში. მაგალითად, ქალი შიზოფრენიაზე წლობით მკურნალობდა მედიკამენტებით, თუმცა ChatGPT-სთან საუბარმა დაარწმუნა, რომ დიაგნოზი შეცდომით დაუსვეს. ქალმა წამლების მიღება შეწყვიტა, შედეგად კი ბოდვით მდგომარეობაში ჩავარდა. ცხადია, ჩატბოტთან საუბრის გარეშე ამის მოხდენის ალბათობა ნაკლები იქნებოდა.

სხვა ისტორიებში AI დელუზიების მსხვერპლი ის ადამიანებიც ხდებიან, რომელთაც ფსიქიკური პრობლემების ისტორია არ ჰქონიათ. ახლახან OpenAI-ს ინვესტორი ChatGPT-მ დაარწმუნა, რომ “არასამთავრობო სისტემა” აღმოაჩინა, რომელსაც იგი პირადად ჰყავდა ამოღებული მიზანში. ეს იდეა, როგორც ჩანს, ჩატბოტმა პოპულარული პროზიდან აიღო.

გარდა ამისა, აპოკალიფსური იდეები გაუჩნდა კაცს, რომელიც ChatGPT-მ დაარწმუნა, რომ ახალი ტიპის მათემატიკა აღმოაჩინა. ამ ადამიანს ფსიქიკური პრობლემების ისტორია არ ჰქონია.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო გარკვეულწილად მოწყვლადია. საჭიროა შემთხვევების საფუძვლიანი კვლევები, რათა AI-სთან დაკავშირებული საფრთხეების პრევენცია უკეთ შევძლოთ.

დატოვეთ კომენტარი

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება

მაისი 18, 2025
21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

აგვისტოში ფინანსური იღბლის პიკი ზოდიაქოს ორ ნიშანს ელოდება – ვინ მოიგებს „ჯეკპოტს“

ივლისი 23, 2025
პუტინის ახალი ბრძანება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ეხება – რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

პუტინის ახალი ბრძანება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ეხება – რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

მაისი 18, 2025
„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

მაისი 18, 2025
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
7 სახეობის ჩირი, რომელიც ჯანმრთელობისთვის კარგია – ექიმების რეკომენდაცია და გამოყენების წესები

7 სახეობის ჩირი, რომელიც ჯანმრთელობისთვის კარგია – ექიმების რეკომენდაცია და გამოყენების წესები

ოქტომბერი 24, 2025
რუსეთში მიწისძვრა მოხდა

რუსეთში მიწისძვრა მოხდა

ოქტომბერი 24, 2025
მზარეულების მარტივი რჩევა, როგორ მოვაშოროთ ქათამს უსიამოვნო სუნი

მზარეულების მარტივი რჩევა, როგორ მოვაშოროთ ქათამს უსიამოვნო სუნი

ოქტომბერი 24, 2025
VIDEO: ვხედავ, ორი გოგო ვირთხებს აჭმევს მიწის თხილს – გიალიას სახალისო ამბები

VIDEO: ვხედავ, ორი გოგო ვირთხებს აჭმევს მიწის თხილს – გიალიას სახალისო ამბები

ოქტომბერი 24, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია