• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ეს საიტერესოა

დელფინების ტვინში ალცჰაიმერის ნიშნები აღმოაჩინეს – კვლევა

ოქტომბერი 12, 2025
ში ეს საიტერესოა
დელფინების ტვინში ალცჰაიმერის ნიშნები აღმოაჩინეს – კვლევა
0
გაზიარება
4
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

შესაძლებელია, რომ დელფინებს გზა ალცჰაიმერთან დაკავშირებული ტვინის დაზიანების გამო აებნეთ? ეს მეცნიერებმა 20 აფალინას (Tursiops truncatus) მაგალითზე შეისწავლეს. ისინი ფლორიდაში მდებარე ინდოეთის მდინარის ლაგუნაში 2010-დან 2019 წლამდე პერიოდში გამოირიყნენ.

მათ ტვინში სპეციალისტებმა გენური ექსპრესიის ისეთ ცვლილებებს მიაგნეს, რომლებიც ადამიანებში ალცჰაიმერის დაავადებას უკავშირდება; დააფიქსირეს მსგავსი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი დაზიანებებიც, მაგალითად, ცილების გროვები. ავტორები იმასაც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება კლიმატის ცვლილებას გამოეწვია, კერძოდ თბილ წყლებში მავნე ბაქტერიებისა და წყალმცენარეების გავრცელებას.

წყალმცენარეთა გამრავლების სეზონზე გამორიყული აფალინების ტვინში ნეიროტოქსინ 2,4-DAB-ის დონე 2900-ჯერ უფრო კონცენტრირებული იყო, ვიდრე სხვებისაში. ეს მიუთითებს, რომ მსგავს ციანობაქტერიებს მავნე გავლენა აქვთ და შეიძლება დელფინების სანავიგაციო უნარის შესუსტებასაც იწვევდნენ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დელფინების ტვინში ალცჰაიმერის მსგავსი ნიშნები, ჩვეულებრივ, ასაკში ვლინდება; ასევე ვიცით, რომ ციანობაქტერიის მიერ წარმოქმნილი ტოქსინები ნეირონებს აზიანებს. აქედან ასკვნიან, რომ წყალმცენარეების ზედმეტად გავრცელებას ამ ეფექტის გაძლიერება შეუძლია.

„დელფინებში ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელი ნევროპათოლოგიური ცვლილებებისა და წყალმცენარეთა ტოქსინების დაგროვების თანაარსებობა უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, ტვინზე ამ ორი ფაქტორის გავლენა შევისწავლოთ”, – აცხადებენ მკვლევრები.

მავნე ციანობაქტერიები წყლის სხვა ბინადრებსაც უქმნის საფრთხეს. ეს, რა თქმა უნდა, კვებით ჯაჭვზეც უარყოფითად აისახება, რის გამოც პრობლემა ადამიანებამდეც აღწევს. თუ ზემოხსენებული ტოქსინები ჩვენს საჭმელში დიდი რაოდენობით მოხდება, ეს საყურადღებო რისკფაქტორი იქნება.

მართალია, უკანასკნელი კვლევა დელფინებზე იყო ორიენტირებული, მაგრამ ტვინის ასეთი ცვლილებები ჩვენშიც ვლინდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამგვარი კავშირების გამო საკითხი სიღრმისეულად უნდა შევისწავლოთ. მათი ნაშრომი გამოცემაში Communication Biologyგამოქვეყნდა.

დატოვეთ კომენტარი

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება

მაისი 18, 2025
21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

აგვისტოში ფინანსური იღბლის პიკი ზოდიაქოს ორ ნიშანს ელოდება – ვინ მოიგებს „ჯეკპოტს“

ივლისი 23, 2025
პუტინის ახალი ბრძანება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ეხება – რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

პუტინის ახალი ბრძანება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ეხება – რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

მაისი 18, 2025
„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

მაისი 18, 2025
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
7 სახეობის ჩირი, რომელიც ჯანმრთელობისთვის კარგია – ექიმების რეკომენდაცია და გამოყენების წესები

7 სახეობის ჩირი, რომელიც ჯანმრთელობისთვის კარგია – ექიმების რეკომენდაცია და გამოყენების წესები

ოქტომბერი 24, 2025
რუსეთში მიწისძვრა მოხდა

რუსეთში მიწისძვრა მოხდა

ოქტომბერი 24, 2025
მზარეულების მარტივი რჩევა, როგორ მოვაშოროთ ქათამს უსიამოვნო სუნი

მზარეულების მარტივი რჩევა, როგორ მოვაშოროთ ქათამს უსიამოვნო სუნი

ოქტომბერი 24, 2025
VIDEO: ვხედავ, ორი გოგო ვირთხებს აჭმევს მიწის თხილს – გიალიას სახალისო ამბები

VIDEO: ვხედავ, ორი გოგო ვირთხებს აჭმევს მიწის თხილს – გიალიას სახალისო ამბები

ოქტომბერი 24, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია