• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი მსოფლიო

როცა ტვინი საკუთარ “ხმას” ვერ ცნობს: სმენით ჰალუცინაციებზე 50-წლიანი თეორია დადასტურდა

ოქტომბერი 23, 2025
ში მსოფლიო
როცა ტვინი საკუთარ “ხმას” ვერ ცნობს: სმენით ჰალუცინაციებზე 50-წლიანი თეორია დადასტურდა
0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

 შიზოფრენიის დროს სმენითი ჰალუცინაციები შეიძლება იმ მექანიზმით ჩნდებოდეს, რომ ტვინი შინაგან მეტყველებას გარედან გაგონილად აღიქვამს. ეს თეორია დიდი ხანია არსებობს, ახალი კვლევა კი მის მართებულობაზე მიანიშნებს.

„ეს მოსაზრება 50 წელია არსებობს, თუმცა ძალიან რთული შესამოწმებელი იყო, რადგან შინაგანი მეტყველება არსებითად პრივატულია”, — აცხადებს ტომას უიტფორდი, ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მკვლევარი ფსიქოლოგიის მიმართულებით.

უიტფორდმა და მისმა კოლეგებმა კვლევა ჩაატარეს, რათა შეემოწმებინათ, როგორ რეაგირებს ტვინი შინაგან მეტყველებაზე. ამ ორგანოში ელექტრული აქტივობის გასაზომად ელექტროენცეფალოგრაფია (EEG) გამოიყენეს; შეაფასეს ისიც, თუ როგორ რეაგირებს შიზოფრენიის მქონე ადამიანთა ტვინები სმენით ჰალუცინაციებზე.

„როცა ვსაუბრობთ — თუნდაც გონებაში — აქტივობა იკლებს ტვინის იმ რეგიონში, რომელიც გარედან მომავალი ხმების გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი”, — განმარტავს უიტფორდი — “ეს იმის გამოა, რომ ტვინი ჩვენივე ხმას პროგნოზირებს. მეორე მხრივ, სმენითი ჰალუცინაციების მქონე ადამიანებში ეს წინასწარმეტყველება არასწორად მიდის, ტვინი კი ისე რეაგირებს, თითქოს ხმა სხვა ადამიანისგან მოდიოდეს”.

კვლევა მონაწილეების (ცდისპირების) სამ ჯგუფზე ჩაატარეს: შიზოფრენიის მქონე 55 ადამიანი, რომელთაც ბოლო დროს სმენითი ჰალუცინაციები ჰქონდათ; შიზოფრენიის მქონე 44 ადამიანი, რომელთაც ახლო წარსულში სმენითი ჰალუცინაციები არ განუცდიათ; 43 ადამიანი, რომელთაც შიზოფრენიის არანაირი ისტორია არ ჰქონდათ.

მონაწილეებს ყურსასმენებში ხმისთვის უნდა მოესმინათ, მისი გაგონების პარალელურად კი გონებაში “ბაჰ” ან “ბიჰ” ეთქვათ სურვილისამებრ. ხმებიც “ბაჰ” ან “ბიჰ” იყო, თუმცა ცდისპირებმა არ იცოდნენ, თავიანთივე შინაგანად წარმოთქმული სიტყვა დაემთხვეოდა თუ არა ყურსასმენებიდან გაგონილს.

როცა შინაგანი მეტყველება გარედან შემოსულ ხმას ემთხვეოდა, ტვინი ბევრად ძლიერად რეაგირებდა იმ მონაწილეებში, რომელთაც ახლო წარსულში სმენითი ჰალუცინაციები ჰქონიათ.

“ჯანმრთელი ადამიანებისთვის შინაგანი მეტყველება ტვინის აქტივობას ისევე ამცირებს, როგორც ხმამაღლა საუბარი”, — აცხადებს უიტფორდი — “მეორე მხრივ, სმენითი ჰალუცინაციების მქონე ადამიანებში ტვინის აქტივობა არ მცირდება. მეტიც, ტვინი შინაგან მეტყველებაზე უფრო ძლიერად რეაგირებს, თითქოს სხვა ადამიანისგან მოდიოდესო. შეიძლება ამის დახმარებით ავხსნათ, რატომ აღიქმება ხმები ასე რეალურად”.

გამოდის, შიზოფრენიის დროს “ხმები” შეიძლება რეალურად ადამიანისავე შინაგანი მეტყველება იყოს, რომელიც ტვინს შეცდომით ჰგონია გარედან მომავალი. მიგნებები შეიძლება ექიმებს ფსიქოზის რისკის დანახვაში დაეხმაროს — მანამდეც კი, სანამ პრობლემა გაჩნდება; ეს ადრეული ჩარევის საშუალებასაც მოგვცემს.

დატოვეთ კომენტარი

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება

მაისი 18, 2025
21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

აგვისტოში ფინანსური იღბლის პიკი ზოდიაქოს ორ ნიშანს ელოდება – ვინ მოიგებს „ჯეკპოტს“

ივლისი 23, 2025
პუტინის ახალი ბრძანება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ეხება – რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

პუტინის ახალი ბრძანება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ეხება – რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

მაისი 18, 2025
„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

მაისი 18, 2025
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
7 სახეობის ჩირი, რომელიც ჯანმრთელობისთვის კარგია – ექიმების რეკომენდაცია და გამოყენების წესები

7 სახეობის ჩირი, რომელიც ჯანმრთელობისთვის კარგია – ექიმების რეკომენდაცია და გამოყენების წესები

ოქტომბერი 24, 2025
რუსეთში მიწისძვრა მოხდა

რუსეთში მიწისძვრა მოხდა

ოქტომბერი 24, 2025
მზარეულების მარტივი რჩევა, როგორ მოვაშოროთ ქათამს უსიამოვნო სუნი

მზარეულების მარტივი რჩევა, როგორ მოვაშოროთ ქათამს უსიამოვნო სუნი

ოქტომბერი 24, 2025
VIDEO: ვხედავ, ორი გოგო ვირთხებს აჭმევს მიწის თხილს – გიალიას სახალისო ამბები

VIDEO: ვხედავ, ორი გოგო ვირთხებს აჭმევს მიწის თხილს – გიალიას სახალისო ამბები

ოქტომბერი 24, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია