ჩინეთი 2026 წლის ბოლომდე გაახანგრძლივებს უვიზო რეჟიმს ათობით ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. საუბარია 40-ზე მეტ ქვეყანაზე, რომლის მოქალაქეებისთვის ჩინეთს ცალმხრივი უვიზო რეჟიმი აქვს დაწესებული, მათ შორის არიან საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები და ესპანეთი.
ამასთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა განაცხადა, ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ უვიზო რეჟიმის პოლიტიკა გაავრცელოს შვედეთზეც.
ჩინეთმა უვიზო რეჟიმის გაფართოება 2023 წელს დაიწყო პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის ხელშეწყობისთვის.
ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ჩინეთში უვიზო რეჟიმის ფარგლებში შვიდ მილიონზე მეტი ვიზიტი განხორციელდა.













დატოვეთ კომენტარი