• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ინფორმაცია თითქოს ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, ეს არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება, დეზინფორმაცია

ნოემბერი 7, 2025
ში პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: ინფორმაცია თითქოს ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, ეს არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება, დეზინფორმაცია
0
გაზიარება
2
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

„ინფორმაცია თითქოს ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, ეს არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება, დეზინფორმაცია“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტების ინსულინით უზრუნველყოფის ფარგლებში, ცვლილების თაობაზე განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიზანმიმართული დეზინფორმაცია არ უნდა გახდეს მშობლების აღელვებისა და პოლიტიკური მანიპულაციების საფუძველი.

„რაც შეეხება ცალკეული ადამიანების მცდელობებს, რომ აშკარად გამიზნულად დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებით შექმნან ხელოვნური აჟიოტაჟი ამ საკითხის ირგვლივ და შემდეგ ვინმემ ეს აჟიოტაჟი პოლიტიკურ სპეკულაციებს საბაბად გამოიყენოს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში არც ერთი ბავშვი არ არის დარჩენილი ინსულინის გარეშე, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ ზოგიერთები. რისკიც კი გამოირიცხება. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ცალსახად ინფორმირებულები არიან მშობლები „სანოფის“ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას არავითარი რისკი არ ემუქრება. მედიკამენტის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, ყველა ექიმი მზად არის ჩაერთოს მართვაში და ამაში სამინისტროა ჩართული. იციან, რომ საუბარია ძალიან მაღალი ხარისხის მედიკამენტზე .

ამის მიუხედავად ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ თურმე ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, ეს არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება, დეზინფორმაცია. მინდა მედიასაშუალებებს მოვუწოდო, თავი შეიკავონ ასეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ინფორმაცია სენსიტიურია, ვინაიდან ეხება ბავშვების ჯანმრთელობას. ახლაც აღვნიშნავ, რომ უმაღლესი ხარისხის მედიკამენტი დღეს საქართველოში ხელმისაწვდომია და არც მოსალოდნელია რაიმე შეფერხება. ამასთან, თუ ვინმეს დასჭირდება ექიმის კონსულტაცია მედიკამენტის ცვლილებასთან დაკავშირებით, ამისთვისაც სახელმწიფო წინასწარ მომზადებულია და არავის მსგავსი პრობლემა არ შეექმნება“, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ორივე კომპანია აწარმოებს ისეთ პრეპარატებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში,ხოლო საქართველოში „სანოფის“ ინსულინი ისედაც ხელმისაწვდომი იყო და პაციენტთა გარკვეული რაოდენობა მას უკვე იყენებდა.

„როგორც Sanofi Aventis-ის, ისე Novo Nordisk-ის მიერ წარმოებული ინსულინები უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებია. ორივე ბრენდი არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი.

ეს მედიკამენტი ისედაც ხელმისაწვდომი იყო ბაზარზე და უკვე ჰყავს დიდი წრე მომხმარებლებისა, რომელთათვისაც ის მეტად მისაღებია. შესაბამისად, არასწორია, თუ ვიტყვით, რომ ერთი მეორეს ჩამნაცვლებელია — ეს ასე არ არის. ორივე წარმოადგენს მაღალი ხარისხის პრეპარატს,“ — აღნიშნა სარჯველაძემ.

მინისტრმა განმარტა, რომ იმ პაციენტებისთვის, რომლებიც აქამდე Novo Nordisk-ის პრეპარატს იყენებდნენ, უზრუნველყოფა მოხდება ეკვივალენტური საშუალებით, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ხარისხის მოთხოვნებს:

„საუბარია პრაქტიკულად ეკვივალენტურ პრეპარატზე, რომლის გამოყენებაც პაციენტებისთვის უსაფრთხოა და უზრუნველყოფილია უწყვეტად. ჩვენი ამოცანაა, რომ დიაბეტის მქონე ადამიანებს ჰქონდეთ სტაბილური წვდომა მედიკამენტებზე, რაც სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია,“ — დასძინა მინისტრმა.

დატოვეთ კომენტარი

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება

მაისი 18, 2025
21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

აგვისტოში ფინანსური იღბლის პიკი ზოდიაქოს ორ ნიშანს ელოდება – ვინ მოიგებს „ჯეკპოტს“

ივლისი 23, 2025
პუტინის ახალი ბრძანება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ეხება – რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

პუტინის ახალი ბრძანება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ეხება – რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

მაისი 18, 2025
„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

მაისი 18, 2025
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

„აქ სიკვდილზეა საუბარი, მეტზე კი არაფერზე! ჩემს წამალთან ერთად უნიშნავს წამალს…“ – ზაზა თელია საზოგადოებას აფრთხილებს

„აქ სიკვდილზეა საუბარი, მეტზე კი არაფერზე! ჩემს წამალთან ერთად უნიშნავს წამალს…“ – ზაზა თელია საზოგადოებას აფრთხილებს

ნოემბერი 7, 2025
კახა კალაძე: ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი საკუთარ თავში ეძებს მარცხის მიზეზს, ეს უსამშობლოები კი ხალხს აბრალებენ ყველაფერს

კახა კალაძე: ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი საკუთარ თავში ეძებს მარცხის მიზეზს, ეს უსამშობლოები კი ხალხს აბრალებენ ყველაფერს

ნოემბერი 7, 2025
არქეოლოგების აზრით, შესაძლოა ნაპოვნია ადგილი, სადაც იესომ ბიბლიური სასწაული მოახდინა

არქეოლოგების აზრით, შესაძლოა ნაპოვნია ადგილი, სადაც იესომ ბიბლიური სასწაული მოახდინა

ნოემბერი 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია