• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი რელიგია

მეუფე შიო: თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, მეტად გვმართებს, მოვუფრთხილდეთ ოჯახს.

მაისი 17, 2025
ში რელიგია
მეუფე შიო: თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, მეტად გვმართებს, მოვუფრთხილდეთ ოჯახს.
0
გაზიარება
7
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ოჯახი არის უდიდესი ფასეულობა და განძი, რომელიც ღმერთმა კაცობრიობას უბოძა.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალის მერო, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, მთავრობის წევრებო, მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, დედანო, ძმებო და დებო, გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ, ილია მეორის ლოცვა-კურთხევას.

ჩვენ ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებით ვფიქრობთ ოჯახის ცნებაზე, მის მნიშვნელობაზე. ეს არის უდიდეს ფასეულობა და განძი, რომელიც ღმერთმა უბოძა კაცობრიობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური დებულება, ოჯახის შესახებ, რომ ის ევოლუციის შედეგად კი არ წარმოიშვა, რომ ცალ-ცალკე იყვნენ, ცხოვრობდნენ მამაკაცები და ქალები და ერთ მშვენიერ დღეს მოიფიქრეს, რომ დააწესონ ოჯახური ცხოვრების წესი… ასე არ იყო, არამედ, თავიდანვე, ადამიანი ღმერთმა შექმნა ადამიანი, როგორც ოჯახი. ბიბლია გვაუწყებს ჩვენ, რომ უფალმა თქვა, არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა, გავუჩენ მას შემწეს, მის შესაფერს, და შეუქმნა ღმერთმა ადამს ცოლი. აკურთხა ისინი და თქვა – აღორძინდით და გამრავლდით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა. ასე დადგინდა კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ეს განსაკუთრებული ცხოვრებისეული კავშირი – ოჯახი. ახალი აღთქმის პერიოდში, ქრისტეს ეკლესიაში, ოჯახმა კიდევ უფრო აღმატებული მნიშვნელობა შეიძინა.

მას მცირე ეკლესიასაც უწოდებენ, ან სახლის ეკლესიას, იმიტომ, რომ ეს არის ნაწილი და სახე დიდი მსოფლიო ეკლესიის. მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, ოჯახი უფალი იესო ქრისტესა და ეკლესიის კავშირის სახედ მოიაზრება. წმინდა მოციქული პავლე წერს, რომ კაცია თავი ცოლისა, როგორც ქრისტეა თავი ეკლესიისა. შემდეგ დასძენს: ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა თავისი ეკლესია და თავ დასდო მისთვის.

მაშასადამე, ოჯახში, ქორწინებაში, ქმარი არის სახე ქრისტესი, ხოლო ცოლი – ეკლესიის. მეუღლეებს ეძლევათ ჯვრისწერის დროს ეს მადლი, რომ თავიანთი ერთობა წარმართონ სიყვარულით, იყვნენ ერთ ხორც და ერთ სულ. ამრიგად, ქორწინებაში ადამიანის პიროვნებაც მთლიანდება და ეს ერთობა მარადიულია, თუ არ დაარღვია ადამიანმა. მეუღლეებს ასევე ეძლევათ მადლი, შვილიერების, რომ ქრისტიანულად აღზარდონ თავიანთი შვილები. ოჯახი ასევე არის, გარდა იმისა, რომ ეკლესიის სახეა, სამრევლო თემის სახეც არის. ამ მცირე ეკლესიაში ქმარი არის როგორც მღვდელი, ხოლო ცოლი და დედა, როგორც მისი თანაშემწე, დიაკვნის მსახურებას განასახიერებს. შვილები კი არიან მათი სამწყსო, ის მრევლი, რომელიც მათ ღმერთთან უნდა მიიყვანონ. ეკლესიის მიზანი არის მისი წევრების გადარჩენა. ჩვენ ვიკრიბებით დედაეკლესიაში, რომ სული გადავირჩინოთ და სხვებსაც დავეხმაროთ ამაში.

ასევე, ოჯახშიც, მცირე ეკლესიაშიც, ადამიანები იკრიბებიან, რომ უყვარდეთ ერთმანეთი და სული გადაირჩინონ. ეს არის სივრცე ძმებო და დებო, რომელზეც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ ამ სულიერ სივრცეში მკვიდრობს უფალი. ეს არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთსიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ. ამდენად, ეს არის უდიდესი განძი და ფასეულობა ღვთის მიერ ბოძებული, რომელიც ადამიანმა ერთხელ უნდა შექმნას და მთელი ცხოვრება თვალისჩინივით უფრთხილდებოდეს. ამიტომ ამბობს უფალი იესო ქრისტე: ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი.

ამდენად, ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, ჩვენ მეტად გვმართებს რომ მოვუფრთხილდეთ ოჯახს, ოჯახის სიწმინდეს, ოჯახის ღირებულებებს და ვილოცოთ და ვიზრუნოთ მისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ოჯახი გადარჩეს და გაძლიერდეს. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეკრება და ლოცვითი მსვლელობა”, – განაცხადა მეუფე შიომ.

დატოვეთ კომენტარი

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება

მაისი 18, 2025
21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

აგვისტოში ფინანსური იღბლის პიკი ზოდიაქოს ორ ნიშანს ელოდება – ვინ მოიგებს „ჯეკპოტს“

ივლისი 23, 2025
პუტინის ახალი ბრძანება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ეხება – რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

პუტინის ახალი ბრძანება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ეხება – რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

მაისი 18, 2025
„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

მაისი 18, 2025
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
რომელ ასაკშია ადამიანი მოხუცი? – მათემატიკური მოდელის პასუხი

რომელ ასაკშია ადამიანი მოხუცი? – მათემატიკური მოდელის პასუხი

ოქტომბერი 25, 2025
ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებული ყავა, რომელიც მთელი საფრანგეთის მასშტაბით იყიდებოდა, უკან გაიწვიეს

ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებული ყავა, რომელიც მთელი საფრანგეთის მასშტაბით იყიდებოდა, უკან გაიწვიეს

ოქტომბერი 25, 2025
ექიმებმა კიმ კარდაშიანს თავის ტვინის ანევრიზმა აღმოუჩინეს

ექიმებმა კიმ კარდაშიანს თავის ტვინის ანევრიზმა აღმოუჩინეს

ოქტომბერი 25, 2025
როცა ტვინი საკუთარ “ხმას” ვერ ცნობს: სმენით ჰალუცინაციებზე 50-წლიანი თეორია ახალმა კვლევამ დაადასტურა – sciencealert

როცა ტვინი საკუთარ “ხმას” ვერ ცნობს: სმენით ჰალუცინაციებზე 50-წლიანი თეორია ახალმა კვლევამ დაადასტურა – sciencealert

ოქტომბერი 25, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია