• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი რჩევები

რა არის მომპარავი ჯადო და როგორ ავიცილოთ თავიდან მისი ზემოქმედება

მაისი 18, 2025
ში რჩევები
რა არის მომპარავი ჯადო და როგორ ავიცილოთ თავიდან მისი ზემოქმედება
0
გაზიარება
12
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ქართველი მაგი, ფსევდონიმით – გრიმუარი, გვიზიარებს თავის გამოცდილებას, მომპარავ ჯადოსთან დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ გავრცელებული და საშიშია.

„ვეცდები, ვისაუბრო მაქსიმალურად გამარტივებული ფორმით, ნაკლებად გავამახვილებ ყურადღებას ტექნიკურ მხარეზე და რთულ ტერმინებზე, რათა ყველამ გაიგოს თანაბრად. – წერს მაგი.
მომპარავის მოქმედების პრინციპი, როგორც უკვე მიხვდებოდით, მდგომარეობს ერთი პიროვნების მიერ მეორისგან რაიმე სახის წარმატების, იღბლისა თუ ღირებული ან მისთვის საინტერესო სფეროებიდან ენერგიის მოპარვაში.
ყველაზე ხშირი და გავრცელებული კატეგორია გახლავთ ფინანსური ენერგიის, იღბლის, სილამაზის ან ჯანმრთელობის მოპარვა.
როგორც წესი, ასეთი ტიპის ზეგავლენისათვის დაბოღმილი და შავგული ადამიანი ირჩევს მასზე წარმატებულ ან რამეში მოწინავე მსხვერპლს. თუ საუბარია ფინანსური ენერგიის მოპარვაზე, ეს უნდა იყოს პიროვნება, ვისაც მატერიალურ სფეროში ყველაფერი დალაგებული და აწყობილი აქვს. თუ საუბარია ჯანმრთელობის ან სილამაზის მოპარვაზე, შესაბამისად, მსხვერპლი უნდა იყოს სასიამოვნო გარეგნობისა და მტკიცე ორგანიზმის პატრონი. მიუხედავად ამისა, საკმაოდ ხშირია, რომ ბრიყვი “დამნაშავეები”, რომლებიც დიდად არ გამოირჩევიან მაღალი ინტელექტით, ამ დეტალებსაც უგულებელყოფენ და ჰპარავენ ენერგიას მათზე “ქვემდგომებსაც” კი (რასაც მათთვისვე უარყოფითი შედეგი მოჰყვება… თუმცა ამაზე თავად იდარდონ, რადგან ამ დანაშაულზე წამსვლელი მზად უნდა იყოს გარდაუვალი უკუცემებისა და უკუჩვენებებისთვისაც).
იმისათვის, რომ საკითხის არსი გახდეს მეტად გასაგები, მოვიყვან მაგალითს, სადაც ვისაუბრებ გამოგონილ პერსონაჟებზე. პირობითად ლაშა, გიორგი, რუსუდანი და ნანა.
მაგალითი 1: ლაშა და გიორგი მეგობრობენ, გიორგის ჰყავს კარგი ავტომობილი, ჰყავს ლამაზი ცოლი, მუშაობს კარგ პოზიციაზე, ერთი სიტყვით ტკბება ცხოვრებით… ლაშა არც მასავით განათლებულია, არც აღნაგობით ან გარეგნობით გამოირჩევა, ფინანსური საკითხებიც ვერა და ვერ დაალაგა… დაბოღმილმა, გადაწყვიტა რომ მისი მეგობრისაგან წარმატება მოეპარა, შეასრულა გარკვეული სახის შავმაგიური რიტუალები. გიორგის დაეწყო პრობლემები, მანქანა დაუზიანდა და გაყიდვა მოუწია, სამსახურში და ფულთანაც საქმე ცუდად წაუვიდა, ცოლთან აქვს ემოციური კრიზისი, დასტრესილი თითქოს ნაადრევად და უეცრად ჩამობერდა, გაუჩნდა ისეთი ჯანმრთელობის პრობლემები რაც აქამდე არ აწუხებდა და ა.შ…
სამაგიეროდ ლაშამ ავტომობილი შეიძინა, სამსახურიც იშოვა, “ჯიბეში ფული გაუჩნდა”, გარეგნულადაც თითქოს უკეთ გამოიყურება, ჯანმრთელობაც გაუუმჯობესდა.
სწორედ ამ პრინციპით მოქმედებენ მომპარავები, თუმცა, როგორც წესი, არჩევანს აკეთებენ ხოლმე კონკრეტულ სფეროზე და არა ყველაფერზე ერთად…

მაგალითი 2: რუსუდანს აწუხებს ჰორმონალური დისბალანსი, თმის ცვენა და ჭარბი წონა. მან გადაწყვიტა მისი მამიდაშვილის, ნანას სილამაზის მოპარვა.
შესაბამისი მაგიური ოპერაციების შემდგომ, რუსუდანმა უეცრად დაიწყო წონაში კლება, ჰორმონალური ფონი დაურეგულირდა, გალამაზდა და გაჯანსაღდა… ამ დროს ნანამ უეცრად მოიმატა წონაში, აღმოაჩნდა ჩიყვი და ა.შ… ნანამ იცოდა, რომ მსგავსი პრობლემები აწუხებდა რუსუდანს, შესაბამისად უკვირს, რატომ დალაგდა ყველაფერი პირველთან და თითქმის იდენტურად გაჩნდა მეორის ცხოვრებაში.
ვფიქრობ, ამ ორი მაგალითის ხარჯზე მარტივად მიხვდებით მომპარავის არსს.

რა განასხვავებს მომპარავ ჯადოს ჩვეულებრივი ჯადოსაგან? ხომ ორივე შავი მაგიაა?
იდეურად, „მომპარავი“ ჯადოს ნაირსახეობაა, თუმცა ტექნიკურად ამ ორს შორის არის მცირე სხვაობა: ჯადოს დროს დამნაშავეს ამოძრავებს მხოლოდ დესტრუქციული ინტერესები (სხვისი ნებისა და ბედნიერების ხელყოფა, დაზიანება, მისთვის ცუდის მოტანა, დასჯა და ა.შ…) რა დროსაც მომპარავის დროს მთავარ სამიზნეს წარმოადგენს დამნაშავისათვის სარგებლის მოტანა, მაგალითისათვის შეგვიძლია ეს პროცედურა გავუტოლოთ წარმატების ან ბარაქის რიტუალის შესრულებას, მხოლოდ ის არის სხვაობა, რომ ეს ხდება არა ჯანსაღი გზით, არამედ სხვისგან ენერგიის უსამართლოდ და უნამუსოდ მითვისების ხარჯზე.

როგორ და ვინ აკეთებს მომპარავებს?
როგორც წესი, მომპარავის გასაკეთებლად იყენებენ მსხვერპლის პირად ნივთებს (ხშირად იპარავენ მათ ან ეშმაკურად გამოსტყუებენ), ნასესხები ან ნათხოვარი ფულით, ფოტოსურათით (თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად ეფექტურია როცა საქმე ეხება მომპარავებს).
ხშირად მომპარავები გამოირჩევა საკმაოდ სწრაფი მოქმედებით და თუ ადამიანი სენსიტიურია, ზეგავლენის მომენტშივე ხდება საგრძნობი. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია უეცარი ენერგიის ვარდნა, უცნაური შფოთვის, გაყინულობისა და დისკომფორტის განცდა, განცდა იმისა რომ პიროვნება თითქოსდა როგორც მაგნიტი გიზიდავს და გშთანთქავს (თუმცა მხოლოდ ამ სიმპტომებს ნუ დაეყრდნობით, რადგან მსგავსი სიმპტომები შეიძლება ბევრ სხვა შემთხვევაშიც გამოვლინდეს… თუნდაც უბრალოდ მძიმე, გავლენიან, მაკონტროლებელ და შევიწროებისაკენ ან ენერგოვამპირული ენერგიისაკენ მიდრეკილ ადამიანთან ურთიერთობისას)
როგორც წესი, მსგავსი ქმედებები მომდინარეობს არა უცხოებისაგან, არამედ ისეთი პიროვნებებისაგან ვისაც იცნობთ, ვინც იცის თქვენი მდგომარეობის, ცხოვრებისა თუ წარმატებების შესახებ.

აგრეთვე ხშირია სხვადასხვა საიტებსა და ფორუმებზე განზრახ არასწორად შედგენილი რუნული სტავების, სიგილებისა და რიტუალების განთავსებაც, რომლებთან ერთადაც საზოგადოებას და მომხმარებელს ლამაზად და შეუმჩნევლად შეაპარებენ ხოლმე მომპარავებს.

როგორ დავიცვათ თავი და არ გავხდეთ მომპარავის მსხვერპლი?1. ნაკლები იტრაბახეთ, ნაკლები საიდუმლო, მიზანი, გეგმა თუ წარმატება გათქვით.2. ნუ ათხოვებთ ან ასესხებთ პირად ნივთებს ან ფულს მათ, ვისგანაც გრძნობთ ნეგატივს ან პოტენციურ საფრთხეს.3. დამცავი ამულეტები დაგეხმარებათ საკუთარი ენერგეტიკის დაბინძურებებისაგან დაცვაში, მათ შორის მომპარავებისგანაც.4. თუ საქმე ეხება სპეციალისტებს – შეარჩიეთ ისეთი სპეციალისტები, ვინც არის სანდო, ვისთან ურთიერთობაც გსიამოვნებთ, ვისკენაც გული მიგიწევთ, ვისაც აქვს კარგი რეკომენდაციები და ხალხის სიყვარული, რაც მთავარია ვინც თავად არის წარმატებული!არ ენდოთ მათ, ვინც მუშაობს შავი მაგიის სხვადასხვა მიმართულებებით.5. არ შეასრულოთ საეჭვო რიტუალები არასანდო წყაროებიდან, არ გამოიყენოთ და ხატოთ ისეთი რუნული სტავები ან სიგილები რომლებისაც არაფერი გაგეგებათ. ისარგებლეთ მხოლოდ ავტორიტეტულ ავტორთა, სანდო სპეციალისტთა და ადამიანთ წყაროებით და არა “ჭ კლასის” ფორუმებით.6. გაწყვიტოთ კავშირი პიროვნებასთან, ვინც მოახდინა თქვენზე ასეთი სახის ზეგავლენა.იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი გახდება მსგავსი ზეგავლენების მსხვერპლი, უპირველეს ყოვლისა აუცილებელია სწორად მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება (რაც ხდება ენერგეტიკული დიაგნოსტიკის გზით), პარაზიტული კავშირის მოკვეთა, ენერგიის გაწმენდა და შესაძლოა შემდგომში გახდეს საჭირო რეაბილიტაციაზე, ენერგიის აღდგენაზე ან დაცვაზე მუშაობაც. – წერს მაგი.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
ოპტელი ბერების ლოცვა, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს

სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება

ივნისი 9, 2026
რომელი უფრო სასარგებლოა, ძაღლთან თუ კატასთან ძილი? – ნახეთ კვლევის შედეგები

რომელი უფრო სასარგებლოა, ძაღლთან თუ კატასთან ძილი? – ნახეთ კვლევის შედეგები

ივნისი 9, 2026
რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურის ჩხირებმა?

რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურის ჩხირებმა?

ივნისი 9, 2026
ქალების უმეტესობა ამ შეცდომას უშვებს – რას ელის მამაკაცი რეალურად?

ქალების უმეტესობა ამ შეცდომას უშვებს – რას ელის მამაკაცი რეალურად?

ივნისი 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია