• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი პოლიტიკა

შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ადგილობრივი არჩევნების კიდევ ერთი ბოიკოტი მათთვის თვითგანადგურების ტოლფასი იქნება

მაისი 19, 2025
ში პოლიტიკა
შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ადგილობრივი არჩევნების კიდევ ერთი ბოიკოტი მათთვის თვითგანადგურების ტოლფასი იქნება
0
გაზიარება
8
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

„ჩვენ არა გვაქვს იმ ადამიანებთან საქმე, რომლებიც რაღაცას ჯინაზე აკეთებენ, ან თავისი მოსაზრებით სწორად აკეთებენ, ან არასწორად აკეთებენ – ეს არის ხალხი, რომელიც პირდაპირ ასრულებს ინსტრუქციებს. ამიტომ გვიძნელდება ჩვენ მათთან ურთიერთობა, ამიტომ კარგავს მათთან ურთიერთობა აზრს“, – ამის შესახებ ოპოზიციაზე საუბრისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, თუკი ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, პოლიტიკურად საბოლოოდ განადგურდებიან.

„აქ მთავარი ის არის, რომ მათი პატრონები, ვინც დავალებებს იძლევიან, ისინი დარწმუნდნენ და დარწმუნდებიან ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულების უპერსპექტივობაში. შესაბამისად, მოუვათ დირექტივები მათ ადგილობრივ აგენტურას, რომ შესაბამისად მოიქცნენ და პირველი ნაბიჯი ზუსტად ეს იქნება. რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ბოიკოტი ადგილობრივი არჩევნებისა მათთვის საბოლოო განადგურების ტოლფასი იქნება და არა ჩვენი მხრიდან განადგურების, არამედ თვითგანადგურების.

„დიფ სთეითი“ ნუ წარმოგიდგენიათ ისე, რომ ცალმხრივად მოქმედებდეს, ისინი საკმაოდ სერიოზული და გავლენიანი ძალები არიან. შეიძლება როლები გადაუნაწილონ – რაღაც ნაწილს უთხრან, თქვენ წადით და მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, მეორე ნაწილს – თქვენ გააგრძელეთ რადიკალობანას თამაშიო და დაიტოვონ რაღაც პლაცდარმი სამომავლოდ, რომ თუ საჭირო გახდება, რევოლუციური სიტუაცია შექმნან საქართველოში, ან არეულობა შემოიტანონ. ვნახავთ როგორ გადააჯგუფებენ, მაგრამ ფაქტი ერთია – მათ რომ ერთი პატრონი ჰყავთ, უკვე ძალიან ნათლად დადასტურდა. ისეთი ადამიანები შეკრიბეს ერთად, რომლებიც გუშინ ერთმანეთს მიწაში დებდნენ, ერთმანეთს ბრალს დებდნენ რაღაც წარმოუდგენელ დანაშაულებში და დღეს ისინი ერთად არიან.

ჩვენთვის მთავარი არის გავყვეთ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ძირითადად ვექტორს, რომელმაც აქამდე მოგვიტანა მშვიდობა და აქამდე მოგვიტანა კეთილდღეობის ზრდა. ეს არის ჩვენთვის მთავარი და ვისაც უნდა ამაში მონაწილეობის მიღება, კარი ღიაა, ხოლო ვისაც არ უნდა, რაც უნდა ის უკეთებია, ჩვენ მათ ვერ გამოვეკიდებით და საფლავში ვერ ჩავყვებით“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
“ვთვლი, რომ ამ ეტაპების გავლამ ექიმად ჩამომაყალიბა” – რუსუდან ბერუჩაშვილი

“ვთვლი, რომ ამ ეტაპების გავლამ ექიმად ჩამომაყალიბა” – რუსუდან ბერუჩაშვილი

მაისი 19, 2026
“არ შეიძლება, რომ კაცმა ნებისმიერი შემოწირულობა მიიღოს” – მამა გაბრიელი

“რატატატა, რატატატა… ლოცულობ თუ ჩხუბობ?” – მამა გაბრიელი

მაისი 19, 2026
რატომ რჩებიან კაცები ოჯახში მაშინ, როცა სხვა ქალი ჰყავთ?

რატომ რჩებიან კაცები ოჯახში მაშინ, როცა სხვა ქალი ჰყავთ?

მაისი 19, 2026
შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი – დღის რეცეპტი

შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი – დღის რეცეპტი

მაისი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია