• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ეს საიტერესოა

გველებისგან 100-ზე მეტჯერ დაკბენილი კაცის ანტისხეულებით შხამსაწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს

მაისი 19, 2025
ში ეს საიტერესოა
გველებისგან 100-ზე მეტჯერ დაკბენილი კაცის ანტისხეულებით შხამსაწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს

The venomous Australian Rough Scaled Snake with it's forked tongue out. This is one of the most dangerous snakes and reptiles in the world. Photographed completely in the wild.

0
გაზიარება
1
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

მეცნიერებმა “ზეიმუნური” ადამიანის ანტისხეულების გამოყენებით ისეთი შხამსაწინააღმდეგო პრეპარატი მიიღეს, რომელსაც ყველაზე საშიში ქვეწარმავლების ტოქსინებისგან დაცვა შეუძლია. მათ შორისაა შავი მამბა, სამეფო კობრა და ვეფხვისებრი გველი. მკვლევრებმა ცდები თაგვებზე ჩაატარეს და თავიანთი ნაშრომი გამოცემაში Cellგამოაქვეყნეს.

ახალი თაობის შხამსაწინააღმდეგო პრეპარატი, შესაძლოა, უნივერსალურ სამკურნალო საშუალებად იქცეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი შრატები საუკუნეზე მეტია, თითქმის ერთნაირად იქმნება — ანტისხეულებით, რომლებიც ერთი სახეობის გველის მიერ დაკბენილი ცხვრის ან ცხენის ორგანიზმში გამომუშავდა. ის ხშირად ადამიანებში იმუნურ რეაქციებს იწვევს, თანაც მხოლოდ კონკრეტულ რეგიონში გავრცელებული კონკრეტული ქვეწარმავლების ტოქსინების წინააღმდეგ მოქმედებს.

უკეთესი ეფექტის ძიებაში მეცნიერები გველების ნეიროტოქსინების მიმართ განსაკუთრებულად იმუნურ ადამიანს გადააწყდნენ. თითქმის 18 წლის განმავლობაში მას 16 საშიში სახეობის ქვეწარმავლებმა 100-ზე მეტჯერ უკბინეს. ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ კაცი თვითიმუნიზაციას მიმართავდა, რის შედეგადაც ერთდროულად რამდენიმე განსხვავებული ნეიროტოქსინის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდა.

მეცნიერებმა ასპიტისებრი გველების ყველაზე საშიში 19 სახეობა გამოყვეს და დონორის სისხლიდან მათ ნეიროტოქსინებთან რეაქციაში შესული ანტისხეულები განაცალკევეს. შემდეგ ისინი თითოეული სახეობის გესლით მოწამლულ თაგვებზე გამოცადეს და, საბოლოოდ, შხამსაწინააღმდეგო “კოქტეილი” შექმნეს .

ის ძალიან ცოტა კომპონენტს საჭიროებს: ორი ტიპის ანტისხეულებსა და მცირე ზომის მოლეკულა ვარესპლადიბს, რომელიც ტოქსინების ინჰიბიტორია. პირველი ტიპის ანტისხეულს LNX-D09 ეწოდება და მან თაგვები 6 საშიში გველის მომაკვდინებელი შხამისგან დაიცვა, ინჰიბიტორმა კი — დამატებით 3 სახეობისგან. მეორე ანტისხეულმა, SNX-B03-მა, დანარჩენი ქვეწარმავლებიც მოიცვა. შრატმა 19 მათგანიდან 13-ის წინააღმდეგ სრული დაცვა უზრუნველყო, ხოლო სხვების მიმართ — ნაწილობრივი.

მეცნიერები მეოთხე კომპონენტის დამატებასაც განიხილავენ, მაგრამ ახალი შხამსაწინააღმდეგო პრეპარატი ამჟამინდელი სახითაც ეფექტიანია. მის გამოცდას ავსტრალიის ვეტერინარულ კლინიკებში მიყვანილ, გველის მიერ დაკბენილ ძაღლებზე აპირებენ. ასევე სურთ, რომ გველგესლების შხამის გამანეიტრალებელი საშუალებაც შექმნან ან ცალკე, ან ასპიტისებრებთან ერთ კოქტეილში გააერთიანონ.

დატოვეთ კომენტარი

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

მარტი 30, 2026
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება

მაისი 18, 2025
„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

მაისი 18, 2025
30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 1, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
„ამ ბილიკებზე დადიოდა წმინდა პაისი, ეს არის მისი კელია…“ – მამა შალვა კეკელია ათონის მთიდან კადრებს აზიარებს

„ამ ბილიკებზე დადიოდა წმინდა პაისი, ეს არის მისი კელია…“ – მამა შალვა კეკელია ათონის მთიდან კადრებს აზიარებს

აპრილი 1, 2026
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია

სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია

აპრილი 1, 2026
სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

აპრილი 1, 2026
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია

აპრილი 1, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია