აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) კოვიდ 19-ის ახალი ვაქცინა – Novavax-ი დაამტკიცა. ის განკუთვნილია 65 წელზე უფროსი ასაკის პირებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც თანმხლები დაავადება აქვთ. ამის შესახებ CNN წერს.
„აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ბაზრის კვლევა და სტატისტიკა მიუთითებს, რომ ხანდაზმულები და თანმხლები დაავადებების მქონე პირები ის ჯგუფები არიან, რომლებიც ყველაზე ხშირად მიმართავენ COVID 19-ის წინააღმდეგ სეზონურ ვაქცინაციას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინებისგან განსხვავებით, Novavax-ის COVID-19 ვაქცინა შექმნილია ტრადიციული მეთოდებით.
ნოვავაქსი სრული დამტკიცებისთვის 1-ელ აპრილს იყო მზად, თუმცა FDA-მ გადაწყვეტილების მიღება დამატებითი მონაცემების მოძიების გამო გადადო.













დატოვეთ კომენტარი