• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი საზოგადოება

26 მაისის ღონისძიებების გამო თბილისში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მაისი 21, 2025
ში საზოგადოება
26 მაისის ღონისძიებების გამო თბილისში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

Desert Highway at Death Valley National Park, California, USA.

0
გაზიარება
5
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

თბილისში, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, თავისუფლების მოედანსა და შოთა რუსთაველის გამზირზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

„21 მაისს, 20:00 საათიდან 00:00 საათამდე და 23 მაისს, 09:00 საათიდან 14:00 საათამდე შეიზღუდება თავისუფლების მოედანი, გ. ლეონიძის შესახვევი, კოტე აფხაზისა და პუშკინის ქუჩები (გრიგოლ აბაშიძის შესახვევიდან).

24 მაისს, 20:00 საათიდან შეიზღუდება რუსთაველის გამზირი გ. ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით. ამ დროს, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ნ. ბარათაშვილის ხიდის პანდუსამდე და გ. ჭანტურიას ქუჩამდე.

24 მაისის 14:00 საათიდან 27 მაისის 03:00 საათამდე, ავტოსატრანსპორტო შეზღუდვა შეეხება ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებს.

სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან მშრალი ხიდის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება იტალიის ქუჩის გავლით. ხოლო, მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით, სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩის გამოყენებით.

ზვიად გამსახურდიას მარჯვენა სანაპიროდან (რენა აბჟანდაძის ქუჩიდან), მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე და შემდეგ მტკვრის ქუჩის მიმართულებით.

26 მაისს, დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე, ათონელისა და ვეკუას ქუჩებზე. გადაადგილება შესაძლებელი იქნება – რევაზ თაბუკაშვილის, ნიკო სულხანიშვილის, მტკვრის, ვახტანგ ორბელიანისა და გოგჩის ქუჩებზე.

ამ პერიოდში, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით ლეონიძის, ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე.

ასევე, მაჩაბლის ქუჩაზე შეიცვლება მოძრაობის მიმართულება, ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან.

მტკვრის ორივე სანაპიროდან ავტომობილები თავისუფლების მოედნისკენ შეძლებენ გადაადგილებას პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე.

ხოლო, რუსთაველის გამზირზე გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ გ. ჭანტურიას ქუჩამდე.

ასევე, მოძრაობა შეიზღუდება: ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ა. ფურცელაძისა და ლ. გუდიაშვილის ქუჩებზე.

გარდა ამისა, მელიქიშვილის ქუჩისა და მთაწმინდის რაიონის მიმართულებით, გადაადგილება თავისუფალი იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „რუსთაველთან“ მისვლა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მერაბ კოსტავას ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტი, იმოძრავებს მერაბ კოსტავას და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩებიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით და დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას. შემდეგ კი, მოძრაობა დადგენილი სქემით განხორციელდება.

უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი მარშრუტები, ისარგებლებენ ბარათაშვილის ხიდით და მარჯვენა მოხვევით დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით კოსტავას ქუჩაზე მოხვდებიან. ამის შემდგომ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ავტობუსები: N316, N324, N364,N 380, N382, N383, N399 სვლას დაასრულებენ ამაღლების ქუჩა N11-თან, უკუმიმართულებითაც ანალოგიური სქემით იმოძრავებენ.

N541 მიკროავტობუსი, რომელიც ამაღლების ქუჩას ემსახურებოდა, მოძრაობას დაასრულებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩასთან, რის შემდეგაც მარჯვენა სანაპიროს გავლით, დაუკავშირდება გმირთა მოედანს და სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით.

გორგასლის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N344, N350, N371 და მიკროავტობუსი N547 ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან ევროპის მოედნისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, საიდანაც, ბარათაშვილის ხიდით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.

N337 და N309 ავტობუსები, რომლებიც ავლაბრის მოედნიდან უკავშირდებოდნენ მერაბ კოსტავას ქუჩას, ბარათაშვილის ხიდიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გააგრძელებენ, რის შემდეგაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და მერაბ კოსტავას ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვეთ კომენტარი

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

მარტი 30, 2026
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება

მაისი 18, 2025
„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

მაისი 18, 2025
30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 1, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
„ამ ბილიკებზე დადიოდა წმინდა პაისი, ეს არის მისი კელია…“ – მამა შალვა კეკელია ათონის მთიდან კადრებს აზიარებს

„ამ ბილიკებზე დადიოდა წმინდა პაისი, ეს არის მისი კელია…“ – მამა შალვა კეკელია ათონის მთიდან კადრებს აზიარებს

აპრილი 1, 2026
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია

სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია

აპრილი 1, 2026
სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

აპრილი 1, 2026
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია

აპრილი 1, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია