იტალიის პოლიციამ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც თითქმის ასი ეჭვმიტანილი დააკავეს. ისინი კალაბრიაში დაფუძნებულ მაფიოზურ კლან „ნდრანგეტასთან“ არიან კავშირში, – აღნიშნულის შესახებ ANSA იტყობინება.
მედიასაშუალების წყაროების ცნობით, ოპერაცია რეჯო-კალაბრიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, თუმცა ეჭვმიტანილები იტალიის სხვადასხვა ქალაქებშიც დააკავეს.
დაკავებულს ბრალი ედებათ მაფიოზურ საქმიანობაში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში, გამოძალვასა და ადამიანების გატაცებაში.
ინფორმაციისთვის, მეოცე საუკუნის დასაწყისში, იტალიის სამხრეთში კალაბრიის რეგიონში წარმოქმნილი კრიმინალური დაჯგუფება თავიდან კალაბრიული მაფიის სახელით იყო ცნობილი.
შემოსავლის მასშტაბებით „ნდრანგეტა“ კვლავ ჩამორჩება კამორას, თუმცა კალაბრიული სინდიკატის გავლენა და შესაძლებლობები ბოლო წლებში განსაკუთრებით სწრაფად იზრდება.













დატოვეთ კომენტარი