• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ყველა

თბილისის ორ ქუჩაზე მოძრაობა 4 თვით იზღუდება – ნახეთ, დეტალები

მაისი 22, 2025
ში ყველა
თბილისის ორ ქუჩაზე მოძრაობა 4 თვით იზღუდება – ნახეთ, დეტალები

http://www1.istockphoto.com/generic_image_view/26784/26784

0
გაზიარება
1
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

„ჩოლოყაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია და ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, გზის გაფართოება მოხდება. დღეს ღამე ჩაიკეტება მოძრაობა…“ – ამის შესახებ, მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფერს დაახლოებით 4 თვე დასჭირდება.

ნახეთ, ვიდეო:

სარეაბილიტაციო არეალი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს, შეზღუდვა კი 22 მაისის 00:00 საათიდან ოთხი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

სამუშაოების მიმდინარეობის დროს, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთიდან, თამარაშვილის გამზირისა და გიორგი წერეთლის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მარცხნივ მოხვევა შეიზღუდება. მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ პირდაპირ ან მარჯვნივ. გზის აღნიშნულ მონაკვეთში დროებით მოიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაც.

წერეთლის ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება მარჯვენა ორ ზოლში, ხოლო გადაადგილება შესაძლებელი იქნება დარჩენილი თავისუფალი ზოლებით; ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება, როგორც საავტობუსო ზოლში, ისე წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის. აღნიშნული მონაკვეთი დროებით ორმხრივი და ორზოლიანი გახდება.

გარდა ამისა, მოძრაობა აიკრძალება ვაკის სასაფლაოდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. სატრანსპორტო საშუალებებს ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ თამარაშვილის გამზირის, უნივერისტეტის ქუჩისა და ბაგების ხიდის გავლით. მძღოლები უკუმიმართულებითაც იმავე მარშრუტს გამოიყენებენ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ბაგების დასახლების მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N307, N345, N354 და N359 წყნეთის გზატკეცილს ჭავჭავაძის გამზირიდან დაუკავშირდებიან თამარაშვილის გამზირის, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების საავტომობილო ხიდის გავლით, რის შემდეგაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით. ავტობუსები უკუმიმართულებითაც იმავე გზით გააგრძელებენ მოძრაობას.

ავტობუსი N334 მეტროსადგურ „დელისიდან“ წყნეთის გზატკეცილს დაუკავშირდება თამარაშვილის გამზირის, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების ხიდის გავლით, რის შემდეგაც დადგენილი სქემით იმოძრავებს; N351 ავტობუსის ბოლო გაჩერებად დროებით განისაზღვრა კუს ტბის გადასახვევის მოპირდაპირედ არსებული ნუგზარ ენდელაძის მოედანი.

მიკროავტობუსები: N449 და N450 წყნეთის გზატკეცილიდან ბაგების ხიდის საშუალებით დაუკავშირდებიან უნივერსიტეტის ქუჩას, თამარაშვილის გამზირს, წერეთლისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებს, რის შემდეგაც, N449 მოძრაობას დაასრულებს ნუგზარ ენდელაძის მოედანზე, ხოლო N450 მიკროავტობუსი ვაკის პარკის მოპირდაპირედ შეუხვევს, თამარაშვილის გამზირის გავლით, ანალოგიური გზებით დაუკავშირდება წყნეთის გზატკეცილს, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით.

N449 უკუმიმართულებისას გადაადგილდება იმავე მარშრუტით, მგზავრთა მომსახურებას კი ჭავჭავაძის გამზირის N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულებს.რეაბილიტაციის პერიოდში, ბაგების მოსახლეობისთვის დაწესდება ავტობუსის დროებით მარშრუტიც. N173 იმოძრავებს წყნეთის გზატკეცილი N6-ის მიმდებარე ტერიტორიიდან და ბაგების მცხოვრებლებს მეტროსადგურ „დელისამდე“ მოემსახურება.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება

მაისი 18, 2025
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
რატომ არის მნიშვნელოვანი საქორწინო ბეჭდის ტარება!?

რატომ არის მნიშვნელოვანი საქორწინო ბეჭდის ტარება!?

აპრილი 10, 2026
რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და რატომ დგანან ფეხზე მართლმადიდებლები?

რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და რატომ დგანან ფეხზე მართლმადიდებლები?

აპრილი 10, 2026
როგორ დავკიდოთ ხატები სახლში

როგორ დავკიდოთ ხატები სახლში

აპრილი 10, 2026
ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

აპრილი 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია