• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი პოლიტიკა

ოპოზიციაში მთავარი მამოძრავებელი ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“, პოლიტპატიმრებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ხინჯის ჩამოგდება არავის გამოუვა – ლევან სანიკიძე

მაისი 22, 2025
ში პოლიტიკა
ოპოზიციაში მთავარი მამოძრავებელი ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“, პოლიტპატიმრებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ხინჯის ჩამოგდება არავის გამოუვა – ლევან სანიკიძე
0
გაზიარება
5
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

წესი ასეთია, პატიმარი პატიმარზე ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

სანიკიძეს კითხვა დაუსვეს საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების მიერ გავრცელებული განცხადების იმ ნაწილზე, სადაც დაკავებულები აღნიშნავენ, რომ მიუღებელია კონკრეტული პოლიტიკოსების გამოსახულებების გამოყენება პროტესტზე, რადგან ეს აღიქმება, როგორც წინა რეჟიმის ლეგიტიმაცია და პროტესტის დისკრედიტაცია და მოუწოდებენ ყველას, თავი შეიკავონ დისონანსის გამომწვევი ბანერებისგან.

კითხვაზე, რა მიზანს ემსახურება მიხეილ სააკაშვილისგან გამიჯვნა, ლევან სანიკიძემ აღნიშნა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს გაუგებრობა, რომლის გარკვევაც ახლა მიმდინარეობს.

„დელიკატური ვიქნები ამ წერილთან მიმართებით, რადგან ეს თემა ეხება პოლიტპატიმრებს და, ზოგადად, პატიმრის მიმართ სხვა დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ისე, წესი ასეთია, რომ პატიმარი პატიმარზე ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს. მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს საკმაოდ დიდი გაუგებრობა, რომლის გარკვევაც ახლა მიდის, რადგან ზოგი ხელმომწერის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათ არ იციან, ინფორმაცია არ აქვთ, რეალური არის თუ არა ეს ხელმოწერები ან რის გამო მოაწერეს, ამიტომ ამასთან დაკავშირებით დიდი მითქმა-მოთქმაა. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, როდესაც ევროპარლამენტის ფაქტობრივად ყველა რეზოლუცია, რომელიც ეხება საქართველოს, როდესაც სენატორები, კონგრესმენები, უკრაინის, მოლდოვის, საფრანგეთის პრეზიდენტები და მთელი ცივილიზებული სამყარო აღიარებს მიხეილ სააკაშვილს კლასიკურ პოლიტიკურ პატიმრად, იცით, როგორაა? იმავე მოსამართლეებს ჰყავთ მიხეილ სააკაშვილი გასამართლებული და იმავე პროკურორებს, კიდევ უარესებს. ბატონი ფარცხალაძის, რომელიც 9 მაისს იბარებდა პუტინთან ერთად სამხედრო აღლუმს, იმ კაცის შეკერილია მიხეილ სააკაშვილის საქმეები. მხოლოდ ესაა საკმარისი, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი იყოს“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

მისივე თქმით, დაკავებულთა შორის არიან პირები, რომლებიც უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან.

„ადამიანებს აქვთ საკუთარი შესაძლებლობა და უფლება, გამოხატონ შესაბამისი აზრი, მაგრამ ჩვენთვის ეს არის მიუღებელი და ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შემადგნელობაში, ბიჭების რიგებში არიან ადამიანები, მაგალითად, არჩილ მუსელიანცი, ანატოლი გიგაური, რომლებიც უშუალოდ ჩვენი პარტიის წევრები არიან. ბევრი ადამიანია, რომელიც ამას არ ეთანმხება. სხვაობა, იცით, რა არის ოპოზიციურ ელექტორატსა და ივანიშვილის რეჟიმს შორის? ჩვენ ვუშვებთ იმას, რომ ადამიანებს განსხვავებული აზრი ჰქონდეთ და იქით აღევლინება ლოცვები ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობებზე“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

კითხვაზე, რატომ ემიჯნებიან დაკავებულები მიხეილ სააკაშვილს ასე აქტიურად კონკრეტულად ახლა, როდესაც ადრე ასე არ იყო და რა არის ამ განცხადების მიზანი, სანიკიძემ განაცხადა, რომ დაკავებულ პირებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ხინჯის ჩამოგდება არავის გამოუვა.

„ეს არის ფსევდოდილემების დასმა და რაღაც წყალგამყოფის შექმნა, რადგან ოპოზიციაში მთავარი მამოძრავებელი ძალა, მით უმეტეს, საგარეო მიმართულებით, არის „ნაციონალური მოძრაობა“ და რაღაც ხინჯის ჩამოგდება პოლიტპატიმრებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არ გამოუვა არავის, მათ შორის, არც „ქართულ ოცნებას““, – აღნიშნა ლევან სანიკიძემ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
“ვთვლი, რომ ამ ეტაპების გავლამ ექიმად ჩამომაყალიბა” – რუსუდან ბერუჩაშვილი

“ვთვლი, რომ ამ ეტაპების გავლამ ექიმად ჩამომაყალიბა” – რუსუდან ბერუჩაშვილი

მაისი 19, 2026
“არ შეიძლება, რომ კაცმა ნებისმიერი შემოწირულობა მიიღოს” – მამა გაბრიელი

“რატატატა, რატატატა… ლოცულობ თუ ჩხუბობ?” – მამა გაბრიელი

მაისი 19, 2026
რატომ რჩებიან კაცები ოჯახში მაშინ, როცა სხვა ქალი ჰყავთ?

რატომ რჩებიან კაცები ოჯახში მაშინ, როცა სხვა ქალი ჰყავთ?

მაისი 19, 2026
შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი – დღის რეცეპტი

შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი – დღის რეცეპტი

მაისი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია