მარსმავალმა Perseverance მარსის ცის ახალი ფოტო გადაიღო, რომელიც NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ფოტო 2025 წლის 1 მარტს, ალიონზე არის გადაღებული. კამერამ Navcam ცა მინიმალური განათების პირობებში დააფიქსირა, ექსპოზიციის მინიმალური სიგრძის გამოყენებით – 3,28 წამი თითო კადრზე. სულ 16 ფოტო იყო გადაღებული, რომლებიც შემდეგ ერთ გამოსახულებაში გააერთიანეს.
ფოტოზე მარსის ერთ-ერთი თანამგზავრის – დეიმოსის და ლომის თანავარსკვლავედის ვარსკვლავების ნახვაც შეიძლება.













დატოვეთ კომენტარი