• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი საზოგადოება

„იმედის“ პროდიუსერი: ჩემთან კონტაქტზე გამოვიდნენ და კრედიტების დაფარვა შემოგვთავაზეს, რაზედაც უარი განვაცხადე.

მაისი 23, 2025
ში საზოგადოება
„იმედის“ პროდიუსერი: ჩემთან კონტაქტზე გამოვიდნენ და კრედიტების დაფარვა შემოგვთავაზეს, რაზედაც უარი განვაცხადე.
0
გაზიარება
29
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

უმძიმესი სიტუაცია იყო და უმძიმესი გარემო. შემდეგ იყო ბადრი პატარკაციშვილის ჩანაწერის გაყალბება, რომელმაც საერთოდ ბოლო მოგვიღო მორალურად. ეს იყო საბოლოო დარტყმა, იმედი ფაქტობრივად გაანადგურეს, – განაცხადა „იმედის“ პროდიუსერმა და ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს „ტელეიმედში“ სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრაზე და შემდგომ განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა.

კომისიის თავმჯდომარემ ნიკოლაიშვილს შემდეგი კითხვით მიმართა: „თქვენ ბრძანეთ, რომ ძალადობრივი განწყობის ჩანერგვა სცადეს, როცა ჟურნალისტებს უბრძანეს, რომ კედელთან დამდგარიყვნენ. შემდეგ იყო მუქარები, ზოგს ფული შესთავაზეს, ზოგს ოჯახის წევრის განადგურებით ემუქრებოდნენ. თქვენ შემთხვევაში თუ იყო ამგვარი [შემოთავაზება] რა იყო თქვენი პასუხი და როგორ გააგრძელეთ შემდეგ მუშაობა?“.

სოფო ნიკოლაიშვილის განცხადებით, მას დაუკავშირდა პირი, რომელმაც კრედიტის დაფარვა, ასევე, სხვა სამსახურის ვარიანტები შესთავაზა.

„ჩემთან კონტაქტზე გამოვიდა ერთ-ერთი პიროვნება და მე და ჩემ მეუღლეს კრედიტების დაფარვა შემოგვთავაზა, ასევე სამსახურის რამდენიმე ვერსია. ყველანი ვაცნობიერებდით რაღაც მომენტში, რომ ამ პირობებში რეალურად მომავალი არ გვქონდა. რა თქმა უნდა კატეგორიული უარი განვაცხადეთ კრედიტების დაფარვაზე და ფულზე. სამსახურზე ვუთხარი, რომ ვიფიქრებ-თქო, მაგრამ საბოლოოდ ეს ვერ შევძელი ცხადია და დავრჩი „იმედში“. მე ეს გადაწყვეტილება მივიღე, სხვამ – სხვა გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

თეა წულუკიანის კითხვაზე – თქვენთვის როგორ არის ცნობილი, ყველა მუქარის გამო შეშინდა და წავიდა თუ იყვნენ ჟურნალისტები, ვისზეც გაჭრა მაგალითად კრედიტის დაფარვის შეთავაზებამ? ნიკოლაიშვილმა უპასუხა:

„იცით, არ მიყვარს ვარაუდებით საუბარი. ეს იყო ისეთი რთული პროცესი, იქ ადამიანები ერთმანეთს არ უყვებოდნენ ვინ მოდიდოდა და ვინ მოდიოდა. შიშის ფაქტორიც იყო, სინდისის ქენჯნაც… [იყო კითხვები] – ხომ არ წახვალ, ხომ იქნები, – არა, არა, სად წავალ და მეორე დღეს დაინახავდი, რომ მიჰყავს რაღაცა საინფორმაციო [სხვა არხზე.] ანუ, ერთმანეთში ამ ინფორმაციის გაცვლა არ ხდებოდა. ეს არ იყო ღია პროცესი. პირადად ჩემთანაც ჰქონდათ ამაზე კომუნიკაცია“.

მორიგ კითხვაზე – ვინ იყო ის ადამიანი, რომელიც მას დაუკავშირდა კონკრეტული შეთავაზებებით, ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ის იყო შუამავალი მასსა და ხელისუფლებას შორის.

„ასე ვთქვათ, ის იყო გამოგზავნილი ინსტრუმენტი, რომელმაც ეს წინადადება მოიტანა ჩემამდე. ეძებდნენ ადამიანებს, ვისაც ვისთან მიესვლებოდა. ცხადია პირადად სააკაშვილი და მერაბიშვილი არ აწარმოებდნენ ამ მოლაპარაკებებს. ვიღაცამ შეიძლება ისარგებლა კიდეც, იხეირა კიდეც, თუმცა იმდენად რთული და მძიმე სიტუაცია იყო, რომ აქ ან გქონდა მომავალი, ან იყავი მტერი და საერთოდ არ გქონდა მომავალი.ზოგმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა.

შემდეგ ძალიან რთული იყო. ფსიქოლოგიური ტანჯვა ერქვა ამ ყველაფერს. არეული იყო ტყუილ-მართალი ერთმანეთში იმ პერიოდში. შემდეგ „იმედის“ შენარჩუნებაზე იყო ბრძოლა, რომ ვითომ თანამშრომლებზე გადაფორმდებოდა წილი, თუმცა არაფერი გამოვიდა. ბადრი პატარკაციშვილის ჩანაწერების შემდეგ წარმოუდგენელი გახდა მუშაობა, იმიტომ, რომ რესპონდენტებიც არ მოდიოდნენ. „იმედი“ დაიხურა და შემდეგ იყო ის, რომ მე 6 წელი არ ვმუშაობდი ჟურნალისტიკაში საერთოდ.

ნახეთ როგორი თანმიმდევრობით მოხდა ეს ყველაფერი: ფიზიკური ძალადობა, შემდეგ ფსიქოლოგიური, რომ – მე შემიძლია ერთ დღეში გაგანადგურო ყველა კანონის დარღვევით. სააკაშვილმა მეორე დღეს დემოკრატიის დაცვა უწოდა „იმედში“ შემოჭრას. ამ ფონზე ადვილი წარმოსადგენია როგორი განსასაზღვრი იყო შენი ბედი, როგორც ჟურნალისტის. უმძიმესი სიტუაცია იყო და უმძიმესი გარემო და შემდეგ გაფეიკება და გაყალბება ბადრი პატარკაციშვილის ჩანაწერის, რომელმაც საერთოდ ბოლო მოგვიღო მორალურად. ეს იყო საბოლოო დარტყმა, „იმედი“ ფაქტობრივად გაანადგურეს“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

მარტი 30, 2026
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება

მაისი 18, 2025
„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

მაისი 18, 2025
30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 1, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
„ამ ბილიკებზე დადიოდა წმინდა პაისი, ეს არის მისი კელია…“ – მამა შალვა კეკელია ათონის მთიდან კადრებს აზიარებს

„ამ ბილიკებზე დადიოდა წმინდა პაისი, ეს არის მისი კელია…“ – მამა შალვა კეკელია ათონის მთიდან კადრებს აზიარებს

აპრილი 1, 2026
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია

სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია

აპრილი 1, 2026
სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

აპრილი 1, 2026
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია

აპრილი 1, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია