• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი მსოფლიო

Bloomberg: რუსეთი ეწინააღმდეგება ვატიკანის მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში

მაისი 23, 2025
ში მსოფლიო
პუტინის ახალი ბრძანება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ეხება – რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია
0
გაზიარება
13
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

აშშ-ის და ევროპის ლიდერები იმედოვნებენ, რომ ვატიკანს რუსეთსა და უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართავდნენ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პაპმა ლეო XIV-მ ინტერესი გამოთქვა შეხვედრის გამართვის იდეის მიმართ, რაც იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმაც დაადასტურა. თუმცა, Bloomberg-ის ცნობით, კრემლი არ არის დაინტერესებული რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ვატიკანში მოლაპარაკებებისთვის გამგზავრებით.

გამოცემის წყაროების ცნობით, რუსი ოფიციალური პირები პუტინის ვატიკანში ან სხვაგან მოლაპარაკებებისთვის ვიზიტს არ გეგმავენ და ამის ნაცვლად, ისინი გასულ კვირას სტამბოლში დაწყებულ ტექნიკურ დონეზე გამართულ მოლაპარაკებებზე არიან ორიენტირებულნი. ამავდროულად, კრემლი ამ მოლაპარაკებების სტამბოლში განახლებასაც ელის.

თუმცა, ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ვატიკანის, როგორც მოლაპარაკებებში პოტენციური მასპინძლის ან შუამავლის როლის საკითხი ამჟამად განიხილება. მოლაპარაკებები, შესაძლოა, მომავალ კვირას დაიწყოს, თუმცა ეს რუსეთის მონაწილეობის სურვილზეა დამოკიდებული.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, აშშ-ის წარმომადგენლები უკრაინელებთან კონტაქტში არიან, რათა დარწმუნდნენ, რომ მოლაპარაკებები გაიმართება.

პოლიტიკის ექსპერტი სერგეი მარკოვი მიიჩნევს, რომ პუტინი უსაფრთხოების მიზნით იტალიაში, ნატოს წევრ ქვეყანაში, არ გაემგზავრება და რუსეთი ვატიკანს კონფლიქტში ნეიტრალურად არ მიიჩნევს.

საკითხს კიდევ უფრო ართულებს რომის კათოლიკური ეკლესიისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ურთიერთობა: „წყაროების თანახმად, რუსეთის ეკლესია ეწინააღმდეგება ვატიკანის მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში“.

როგორც მედია წერს, გარდა ამისა, იტალია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრია, რომელმაც 2023 წლის მარტში პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა უკრაინაში სავარაუდო ომის დანაშაულებისთვის.

„მაშინაც კი, თუ ყველა ეს ბარიერი დაძლეული იქნება, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შორს არის შეთანხმების მიღწევისგან, რომელიც ტრამპის, პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით ომის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოსაწერად შეხვედრას მოითხოვს“, – წერს „ბლუმბერგი“.

ამავდროულად, კრემლთან დაახლოებული სამი პირის თქმით, რუსეთი თურქეთს საუკეთესო ადგილად მიიჩნევს იმ მემორანდუმზე მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, რომელიც განსაზღვრავს სამშვიდობო შეთანხმების პირობებს და რომელიც პუტინმა ტრამპთან შეხვედრის დროს განიხილა.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
ოპტელი ბერების ლოცვა, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს

სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება

ივნისი 9, 2026
რომელი უფრო სასარგებლოა, ძაღლთან თუ კატასთან ძილი? – ნახეთ კვლევის შედეგები

რომელი უფრო სასარგებლოა, ძაღლთან თუ კატასთან ძილი? – ნახეთ კვლევის შედეგები

ივნისი 9, 2026
რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურის ჩხირებმა?

რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურის ჩხირებმა?

ივნისი 9, 2026
ქალების უმეტესობა ამ შეცდომას უშვებს – რას ელის მამაკაცი რეალურად?

ქალების უმეტესობა ამ შეცდომას უშვებს – რას ელის მამაკაცი რეალურად?

ივნისი 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია